იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

3/5/2025

კვება ორსულობის პირველ ტრიმესტრში

Read Now
 
აუცილებელია იცოდეთ ფეხმძიმობის რომელ ტრიმესტრში რა უფრო სასარგებლოა თქვენთვის და თქვენი ნაყოფისთვის. ამის მიხედვით უნდა იკვებოთ ორსულობის პირველსავე კვირიდან.

როგორც კი გააცნობიერებთ, რომ ფეხმძიმედ ხართ, თითქოს იქიდანვე იწყება ჭამის ძლიერი მოთხოვნილება ან პირიქით, მკვეთრი უმადობა. მაგრამ უკიდურესობაში ნუ ჩავარდებით, შიმშილიც და ზედმეტი ჭამაც ორსულისთვის თანაბრად მავნებელია. ფეხმძიმე ორგანიზმი ახალ რეჟიმზე "გადაწყობას" იწყებს. ამ დროს მთავარია, რა სჭირდება ბავშვს.

რა არის მისთვის სასარგებლო პირველ ტრიმესტრში?

მეტი ხილი და ბოსტნეული.

რაციონიდან არც ხორცის გამორიცხვა შეიძლება, მხოლოდ აკონტროლეთ, რომ ხორციანი კერძები ზედმეტად ცხიმიანი არ იყოს.

ხშირად მიიღეთ კანიანად მოხარშული კარტოფილი, ის კალიუმის ნამდვილი საბადოა. მართალია, მოხარშული და გაფცქვნილი კარტოფილი მადის აღმძვრელად არ გამოიყურება, სამაგიეროდ, გაიხსენეთ, რა გემრიელია ასეთივე კარტოფილი ნაკვერჩხლებზე შეწვისას. კარგი მოგონებები ჭამის მადაზეც მოგიყვანთ.

პირველ ტრიმესტრში ასევე ძალიან სასარგებლოა ჭარხალი.

შეგიძლიათ, მისგან სალათი მოამზადოთ მწვანილისა და შავი ქლიავის დამატებით.

შემდეგ მოასხურეთ მცენარეული ზეთი და კუჭ-ნაწლავის იდეალური სტიმულატორიც მზად არის.

ასევე კარგად შეითვისება და ძალიან სასარგებლოა უმი ან მოშუშული სტაფილო.

კაროტინი და E ვიტამინი პლაცენტის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.

დიდ სარგებლობას მოგიტანთ დამჟავებული კომბოსტოც. ვიტამინებთან ერთად ის თქვენი ორგანიზმის იმუნიტეტსაც გააძლიერებს.

სამაგიეროდ, უმ კომბოსტოს ნუ მიეძალებით, რადგან შებერილობას იწვევს.

ბოლოკი, ყაბაყი და გოგრა პირველ ტრიმესტრში მყოფი ორსულისთვის საუკეთესო საკვებია.

უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე ხილს - ვაშლს, კივს, მსხალს. ყვითელი და წითელი ხილის ჭარბად მიღებამ შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

ყავის ნაცვლად მწვანე ჩაი, ხილისა და ჩირის კომპოტები მიირთვით.

რაც მთავარია, თუ გინდათ, რომ ბავშვი ჭკვიანი და გონიერი დაიბადოს, ფოლიუმის მჟავა არ დაგავიწყდეთ. ის მწვანილში უხვად მოიპოვება. ოხრახუში, კამა, ისპანახი და სალათის ფოთლები ფოლიუმის მჟავის შესანიშნავი წყაროა.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი