იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

ქალის გარეგნობა და ჰორმონები

Read Now
 
​ჰორმონალურ ფონს დიდი გავლენა აქვს ქალის ორგანიზმზე. სწორედ ჰორმონებია პასუხისმგებელი სხეულის ფორმაზე, კანის მდგომარეობასა თუ ხასიათის თავისებურებეზე. შეიძლება ითქვას რომ სწორედ ჰორმონები აყალიბებენ ქალს ქალად. 

 ქალის ორგანიზმზე მოქმედებს მრავალი ჰორმონი. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ჰორმონია ესტროგენი. სწორედ მისი დახმარებით აქვს ქალს დამახასიათებელი სხეულის ფორმა. ასევე შეიძლება გამოვყოთ ტესტოსტერონი, რომელიც ხელს უწყობს კუნთების განვითარებას, ამცირებს ცხიმის განვითარებას, ამკვრივებს კანს. 

ყურადღება უნდა მიექცეს კანისა და თმის მდგომარეობას. ვინაიდან ერთ-ერთი ხშირი სიმპტომია კანის სიმშრალე, ნაოჭების ნაადრევი აქტიური გაჩენა. აკნე და ალოპეცია, რაც შეიძლება ჰიპერანდროგენიის ნიშანი იყოს. შესაძლებელია პრობლემებს თან ერთვოდეს მომატებული წონა. ასევე ხშირია მენსტრუალური ფუნქციის დარღვევა. 

ჰორმონალური დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამოვლინებაა აკნე. როგორც წესი ესტროგენი ამცირებს აკნეს, მაშინ როცა პროგესტერონი პირიქით ხელს უწყობს მის გაჩენას.
​
კანის სიმშრალეში დიდ როლს თამაშობს ფარისებრი ჯირკვალი. ჰიპოთირეოზს შეუძლია გამოიწვოს კანის ძლიერი სიმშრალე, ქავილი, გამონაყარი და გაღიზიანება. ასევე ესტროგენის დაბალი დონეც შეიძლება იყოს კანის სიმშრალის მიზეზი.

რაც შეეხება ნაოჭების ნაადრევ გაჩენას ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი ჰორმონია ესტროგენი. როგორც წესი ჰორმონალური და ასაკობრივი ნაოჭები ჩნდება 35წლის შემდეგ, როდესაც მცირდება ჰორმონების გამოყოფა. სწორედ ესტროგენის უკმარისობა იწვევს მათ ნაადრევ გაჩენას.
​
ყურადღება უნდა მივაქციოთ თმებსაც. კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამოყოფა უარყოფითად მოქმედებს თმის ხარისხზე. აქვე ესტროგენიც და ტესტოსტერონიც დიდ როლს თამაშობს. ესტროგენის დეფიციტისას თმები გამოიყურება უსიცოცხლოდ და აღინიშნება თმის ცვენა. ასევე დიდი როლი აკისრია ფარისებრ ჯირკვალს.

წონის მატება შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიპოთირეოზით. ვინაიდან ფარისებრი ჯირკვალი არეგულირებს მეტაბოლიზმს. აქვე გასათვალისწინებელია კორტიზოლის ან ლეპტინის მოქმედება. რაც შეეხება კორტიზოლს, მას სტრესის ჰორმონსაც უწოდებენ. კორტიზოლის დიდი რაოდენობით გამომუშავების დროს ორგანიზმი იწყებს ცხიმის ჩალაგებას.

ჰორმონალური დარღვევის გამოვლინება შეიძლება იყოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტიკა მთელი რიგი დაავადებებისგან. აღნიშნულ შემთხვევაში უნდა გამოვიკვლიოთ პროლაქტინი, კორტიზოლი, მელატონინი.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი