იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

ორსულობის ასაკი

Read Now
 
​ორსულობის ასაკი ყველა ორსულ ქალს აინტერესებს. არსებობს ორსულობის ასაკის განსაზღვრის რამოდენიმე მეთოდი. სხვადასხვა მეთოდმა შესაძლებელია ორსულობის სხვადასხვა ასაკი დაადგინოს, ხშირად ეს ფაქტორი აბნევს ქალს, რაც გაურკვევლობისა და ნერვიულობის საბაბი ხდება. სანერვიულო ნამდვილად არ არის, თუმცა ორსულს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია თუ როგორ ხდება ორსულობის ასაკის განსაზღვრა.

ორსულობის სამეანო ასაკი – ეს მეთოდი ყველაზე პოპულარული და უნივერსალური მეთოდია, რომელსაც ბევრი მეან-გინეკოლოგი იყენებს. ასაკის გამოთვლა ხდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან. ხშირად ეს მეთოდი არ იძლევა ორსულობის ზუსტ ასაკს, ვინაიდან მისი გამოთვლა ხდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდანვე, ხოლო ჩასახვა ხდება არა ამ დღიდან (ასეთი შემთხვევა ძალზე იშვიათია), არამედ ოვულაციის დღეებში. ოვულაციის დღეები კი მიახლოებით ემთხვევა ციკლის შუა პერიოდს. სტანდარტული 28 დღიანი ციკლის შემთხვევაში ასაკის ცდომილება მიახლოებით ორ კვირას შეადგენს. 

ორსულობის ემბრიონალური ასაკი – ეს მეთოდი გაცილებით უფრო ზუსტია. ასაკის ათვლა იწყება ჩასახვიდან ან ოვულაციის პერიოდიდან. თუ ზუსტად იცით ჩასახვის ან ოვულაციის დღე, უკეთესია თუ ამ მეთოდს დაეყრდნობით და ამ გზით გამოითვლით ორსულობის ასაკს. 

ორსულობის ასაკი ექოსკოპიის მიხედვით – ასაკის განსაზღვრა ხდება ნაყოფის ზომების მიხედვით. ამ მეთოდით ორსულობის ასაკის გამოთვლა მაქსიმალურად ზუსტია და ემთხვევა ემბრიონალური მეთოდით გამოთვლილ ასაკს, სამაგიეროდ სწორედ ექოსკოპიის გზით გამოთვლილი ორსულობის ასაკი ძალზე ხშირად არ ემთხვევა სამეანო მეთოდით გამოთვლილ ასაკს, რაც ორსულების დაბნევას იწვევს.
ექოსკოპიის საშუალებით ორსულობის ასაკის გამოთვლა საკმაოდ ზუსტია ორსულობის საწყისი ეტაპიდანვე. სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია, რომ დაეყრდნოთ ამ მეთოდს

ორსულობის ასაკის გამოთვლა საშვილოსნოს ზომის მიხედვით - ეს მეთოდი იძლევა მიახლოებით შედეგს და მისი გამოთვლა ხდება ექიმის მიერ ორსულის გასინჯვის შედეგად.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი