იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

მეტყველები შეფერხება ბავშვებში

Read Now
 
მცირე ასაკიდანვე მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ   ბავშვის მეტყველების განვითარებას, ხელი უნდა შეუწყონ ბგერებისა და მარცვლების წარმოთქმას. უფროსებთან ურთიერთობა ძირითადი ფაქტორია ბავშვის მეტყველებითი აქტიურობის გასავითარებლად.

მეტყველების განვითარების შეფერხებისას ბავშვები სხვების ანალოგიურად სწავლობენ მეტყველებას, თუმცა დროის საზღვრები გადანაცვლებულია.

ექიმები თვლიან, რომ მეტყველების განითარების შეფერხება შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, გარდა  ამისა ზეგავლენას ახდენს გარემსამყაროს აღქმაზე, აზროვნებასა და მეხსიერებაზე, ყურადღების კონცენტრირებასა და წარმოსახვით უნარებზე.

 რატომ ვითარდება  მეტყველების განვითარების შეფერხება?

  • როდესაც არ დგას ბავშვის წინ მეტყველების საჭიროება, ბავშვს ცოტას ესაუბრებიან ან საერთოდ არ ელაპარაკებიან. ან პირიქით, ახშობენ მის სურვილს გამოთქვას საკუთარი აზრი სიტყვებით;
  • შენელებულია ნერვული უჯრედების მომწიფებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მეტყველების განვითარებაზე, ჩვეულებრივ ეს გენეტიკური წინასწარგანწყობით აიხსნება;
  • არსებობს რაიმე დაავადება ან თავის ტვინის მუშაობის შემაფერხებელი გადახრა, მეტყველების განვითარების შეფერხება შესაძლოა იყოს თავის დაზიანების ან ინფექციური დაავადებების შედეგი;
  • სმენის ორგანოს დარღვევები. რომ მეტყველებით აქტივობას საფუძვლად უდევს უფროსების საუბრის მოსმენა. სმენის დარღვევის შემთხვევაში ბავშვს არ გააჩნია სიტყვების აღქმის, შემდეგ კი მათი წარმოთქმისა და დამოუკიდებლად საუბრის უნარი.

როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი მეტყველების განვითარების შეფერხებაზე?

ექვსი თვის  ასაკიდან მოყოლებული ბავშვი იწყებს ცალკეული ბგერების წარმოთქმას, „ა“ და „ე“. თუ ამ ასაკში არ წარმოთქვამს არცერთ ბგერას უკვე უნდა მივმართოთ ბავშვთა ნევროპათოლოგს. ერთი წლის ასაკისათვის ბავშვს უნდა ესმოდეს, როცა მას მიმართავენ, წინააღმდდეგ შემთხვევაში სპეციალისტის დახმარებაა საჭირო. ნევროპათოლოგთან ვიზიტი საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ წლინახევრის ასაკისათვის არ რეაგირებს შემდეგი ტიპის კითხვებზე:  „სად არის დედა?“
  • ორი წლის ასაკში ბავშვს უნდა ესმოდეს ელემენტარული სიტყვიერი ბრძანებები.
  • ​სამი წლის ასაკში ბავშვს ნორმალური განვითარებისას შეუძლია 3-4 სიტყვიანი ფრაზების წარმოთქმა.

თუ მეტყველების განვითარების დარღვევას ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს, არ ექცევა ბავშვს სათანადო ყურადღება ან არ აძლევენ საშუალებას დამოუკიდებლად ილაპარაკოს, ამ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური მეთოდი მეტყველებითი აქტივობის პროვოკაციაა. გარდა ამისა  ასეთ სიტუაციებში მიმართავენ  პრო­ფესიონალ ლოგოპედს.

თუ მეტყველების განვითარების შეფერხება ნერვულ ხასიათს ატარებს, მაგალითად მეტყველებითი აქტივობა არ ვითარდება რაიმე დაავადების ან ტვინის მუშაობის დარღვევის გამო, მკურნალობა ტარდება ნევროპათოლოგის მიერ.

როდის მივმართოთ სპეციალისტს, როდის არის საჭირო მისი ჩარევა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რომ სერიოზული პრობლემა არ გამოეპაროთ?

ერთ წლამდე:

  • თუ პატარას აქვს მეტყველების ორგანოთა თანდაყოლილი პათოლოგია – ე.წ. “მგლის ხახა” და “კურდღლის ტუჩი” – გაყოფილი ტუჩი და სასა;
  • დარღვეულია კუნთოვანი ტონუსი – კუნთები დაჭიმული ან, პირიქით, მოდუნებულია.

ერთიდან ორ წლამდე:

  • ბავშვი ვერ წარმოთქვამს ვერც ერთ აზრიან სიტყვას;
  • არ ესმის თქვენი არც ერთი თხოვნა, არ რეაგირებს საკუთარ სახელზე;
  • ცუდად ესმის თქვენი ლაპარაკი, თუ ტუჩების მოძრაობას არ უყურებს;
  • მისი მეტყველება ღმუილს წააგავს;

ორიდან სამ წლამდე:
​
  • ბავშვი ლაპარაკობს გაურკვეველ, “საკუთარ” ენაზე, რომელიც მშობლებსაც კი არ ესმით;
  • ლაპარაკის დროს აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს, რამდენიმეჯერ იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვას,

​ასეთი შემთხვევების დროს აუცილებელია ლოგოპედის დახმარება.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი