იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

ორსული და კოსმეტიკა

Read Now
 
ორსულობისას ჰორმონული ფონის მკვეთრი შეცვლა ქალის არა მარტო ხასიათზე, გარეგნობაზეც აისახება. ცვლილებას განიცდის სხეული, კანი, თმა. ორსულთა კიდევ ერთი პრობლემა ის უამრავი შეზღუდვაა, თავის სრულყოფილად მოვლას რომ კრძალავს.

მომავალი დედების ძირითადი პრობლემა სტრიებია, მისი პროფილაქტიკის ყველაზე მარტივი საშუალება კი სპეციალური კრემია. სხვადასხვა ზეთის სისტემატური გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და გარკვეულწილად სტრიების განვითარებასაც ეწინააღმდეგება.

შეიძლება გამოვიყენოთ ნუშის, ქოქოსის ან ზეითუნის ზეთი. რისკის ზონებზე - მუცელზე, თეძოს არეზე, მკერდსა და ხელის შიგნითა ზედაპირზე აუცილებელია ყოველდღე ზეთის წასმა. პროცედურა უნდა დაიწყოს ორსულობის მე-12 კვირიდან და რამდენიმე კვირა ან თვეც კი გაგრძელდეს.


ხშირად ორსულობისას თმა ცხიმიანი ხდება და ხშირად დაბანას მოითხოვს. ორსულთათვის თმის შეღებვა აღარ არის დაბრკოლება, რადგან თანამედროვე საღებავების გარკვეული ნაწილი სრულიად უვნებელია, არ აღწევს ორგანიზმში და თამამად შეიძლება მათი გამოყენება.

ნაყოფის უსაფრთხოების გამო ბევრი ორსული ფრჩხილის ლაქს არ ხმარობს. არადა, ფრჩხილების შეღებვა შეიძლება, რადგან ლაქი ფრჩხილზე ისმება და ნაყოფის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს.

ერთადერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი - ლაქი კარგად განიავებულ სივრცეში უნდა გამოიყენოთ. მანიკიურისა და პედიკიურის გაკეთება არ იზღუდება. ამ პერიოდში უკუნაჩვენებია ფრჩხილების დაგრძელება, რადგან ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებების გამო ხშირად მასალა ფრჩხილზე ვერ მაგრდება.


ორსულობისას არც აპარატული კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარებაა მიზანშეწონილი. კატეგორიულად უკუნაჩვენებია ნებისმიერი პროცედურა, რომელმაც ზოგად სისხლის მიმოქცევაზე შეიძლება იმოქმედოს, ასეთია: ფოტოპროცედურები, ლაზერული პროცედურები, აქტიური მასაჟი, სხვადასხვა ინიექციური პროცედურები, მათ შორის მეზოთერაპია. კატეგორიულად აკრძალულია ბოტოქსის ინექციები.

არც სხვადასხვა პილინგია დაშვებული, რადგან იწვევს ტკივილს, ტრავმულია და შესაძლებელია ინფექციის შეჭრა. ყველა ის პროცედურა, რომლებიც კანის კვებას, მოდუნებასა და დატენიანებას უკავშირდება, დასაშვებია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ორსულობისას თმის მოცილების ყველაზე უსაფრთხო საშუალება საპარსია. დასაშვებია დეპილაციის ხარისხიანი კრემის გამოყენებაც. ის კანზე ცოტა ხანს ჩერდება და სისტემური ზემოქმედება არ ახასიათებს.

ეპილაცია კი უფრო სახიფათო და მტკივნეული პროცედურაა, ამიტომ მას გარკვეული შეზღუდვა აქვს. ბიკინის ზონის ეპილაცია დაუშვებელია, რადგანაც მისი შედეგების განსაზღვრა რთულია. ნაყოფი რომ არ დაზიანდეს, ეს პროცედურა მშობიარობის შემდგომი პერიოდისთვის გადადეთ.


ჰორმონული ფონის მუდმივი ცვლილების გამო მშრალი კანი შეიძლება ცხიმიანი გახდეს. ამიტომ მსუბუქი დამატენიანებელი კრემი უნდა შეირჩეს. კანის მოვლისას დატენიანება მნიშვნელოვანი ეტაპია, განსაკუთრებით - მესამე ტრიმესტრში, როდესაც ექიმები ორსულს სითხის შეზღუდვას ურჩევენ.

სახის კანის კოსმეტიკური საშუალების არჩევისას მაქსიმალურად ხარისხიანი კოსმეტიკა ამჯობინეთ, ამით მომავალი ბავშვის ჯანმრთელობასაც უზრუნველყოფთ.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი