იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/10/2025

კიდურების შესიება ორსულებში

Read Now
 
ხშირ შემთხვევაში ორსული შეიგრძნობს როგორ შესივდება მისი ხელის თითები ან ქვედა კიდურები, ამის მიზეზია სითხის არასაკმარისი გამოყოფა ორგანიზმიდან, რის გამოც ნერვული დაბოლოებები ბლოკირებულნი არიან ჭარბი სითხის მიერ.

კიდურების შესიება განსაკუთრებით ხშირია დღის მეორე ნახევარში და ღამით. ორსულმა საგრძნობლად უნდა შეამციროს მარილის მიღება და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დალიოს გაზიანი სითხე, უარი უნდა ეთქვას მლაშე და მწარე საკვებს

თუ ორსული კვირის განმავლობაში 300 გრამზე მეტს იმატებს - ეს ნიშნავს, რომ მის ორგანიზმში სითხის დიდი და ჭარბი რაოდენობაა. თუმცა, სითხის მიღების სრული შეწყვეტაც არ შეიძლება, დღეში წვნიანი საკვების გათვალისწინებით მისაღები სითხის ნორმა 1,5 ლიტრს შეადგენს.

თუ ექიმმა ორსულს რომელიმე ვიტამინის მიღება მოსთხოვა, მან აუცილებლად უნდა სვას ვიტამინი. ვიტამინი აძლიერებს ძარღვებს, მათ შროს ნერვულ დაბოლოებებს, რაც თავის მხრივ ამცირებს კიდურების შესიების ინტენსივობას.

კიდურების შესიების შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სხვათა რჩევები და დარიგებები, არ მიმართოთ თვითმკურნალობას - ამან შეიძლება გამოუსწორებელი შედეგი გამოიღოს ნაყოფისთვის. როგორც კი ორსული შეიგრძნობს, რომ კიდურები შეუსივდა, მაშინვე უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც შესაბამის პროფილაქტიკურ ღინისძიებებს ჩაატარებს.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
იმედის კლინიკა

Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი