იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

ორსულობის თერთმეტი ნიშანი

Read Now
 
ორსულობის პირველი ნიშნები ინდივიდუალურია. უმრავლესობა ორსულობას ტესტის დადებითი პასუხისთანავე შეიგრძნობს; ასევე, დიდი ნაწილი ახალ სიცოცხლეს შეიგრძნობს თითქმის ჩასახვისთანავე. წარმოგიდგენთ ორსულობის პირველად თერთმეტ ნიშანს:

1. გულისრევა 

ბევრ ქალს ორსულობის ძალიან ადრეულ სტადიებზე ეწყება გულისრევის შეგრძნება. უფრო ხშირად ეს ხდება დილაობით, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში. ზოგჯერ გულისრევა იმდენად ძლიერია, რომ ქალი იძულებული ხდება ექიმს მიმართოს. ორსულები განსაკუთრებით ვერ იტანენ სხვადასხვა სუნებს. სუნამოს, ან თამბაქოს სუნი ხშირად მყისიერად იწვევს მათში გულისრევას.

2. გემოვნებითი შეგრძნებები

ზოგჯერ ქალი გემოვნებითი შეგრძნების  ცვლილების მიხედვით ხვდება რომ ორსულადაა. ის, რაც ორსულობამდე არ უყვარდა, უყვარდება და, პირიქით, აქამდე საყვარელი კერძები სრულიად მიუღებელი ხდება მისთვის.

3. მადის გაძლიერება

ზოგიერთ ქალს ორსულობის პირველივე დღეებიდანვე  უძლიერდება მადა, მას მუდმივად შია და სულ რაღაცის ჭამა  უნდა.

4. სარძევე ჯირკვლების გადიდება

გადიდებული, დაჭიმული და მტკივნეული მკერდი შესაძლოა მანიშნებელი იყოს ორსულობის დაწყებისა.

5. დაღლილობა, დაღლილობა და კიდევ ერთხელ დაღლილობა

თითქმის ყველა ქალი ორსულობის საწყის სტადიაზე ყოველთვის აღნიშნავს რომ აქვს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება.

6. გაღიზიანებადობა

ორსული ქალები ხშირად ძალიან გაღიზიანებულები არიან. რამდენიმე წუთის განმავლობაში მათ რამდენჯერმე ეცვლებათ გუნებ-განწყობა, და ეს სრულებითაც არაა ,კაპრიზი“ – ამაში დამნაშავე ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებებია.

7. თავბრუსხვევა

 განსაკუთრებით ხშირია ორსულობის დასაწყისში. რჩევა: მიიღეთ საკმარისად სითხე და გაღვიძებისთანავე უცბათ ნუ წამოდგებით.

8. საჭმლის მონელების დარღვევა

ორსულობის ადრეულ სტადიებზე ხშირია ყაბზობა, მუცლის შებერვა ან ფაღარათი.

9. შარდვის გახშირება

ეს სიმპტომიც საკმაოდ ხშირია ორსულობის დაწყებისას.

10. მენსტრუაციის შეჩერება

თუკი ზემოთ მოყვანილი სიმპტომები გაქვთ, მაშინ უნდა დაელოდოთ მენსტრუალური ციკლის ჩათავებას და თუკი მენსტრუაცია არ დადგა – ესაა ყველაზე სარწმუნო ნიშანი ორსულობისა.

11. ბაზალური ტემპერატურა

ყოველივე ზემოთ მოყვანილთან ერთად, თუკი თქვენი ბაზალური ტემპერატურა 18 დღის განმავლობაში გრაფიკის შუა ხაზს ზემოთაა, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენში ახალი სიცოცხლე ჩაისახა. თუმცა ყველაზე სარწმუნო პასუხს, რასაკვირველია, ორსულობის ტესტის ჩატარების შემდეგ მიიღებთ.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი