იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

ორსულის ვარიკოზი

Read Now
 
Picture
ვარიკოზი ორსულობისას ვლინდება სწრაფად დაღლით, მუდმივად სიმძიმისა და ტკივილის  შეგრძნებით ქვემო კიდურებში. მოგვიანებით კი აღინიშნება შეშუპება, ტკივილი კი კიდევ უფრო ძლიერდება, კიდურებზე და საზარდულის მიდამოში კარგად ჩანს გაფართოებული ვენები.

ორსულობის პერიოდში, ნაყოფის საჭირო ნივთიერებებითა და ჟანგბადით უზრუნველყოფის მიზნით, ქალის ორგანიზმში სისხლის მოცულობა დაახლოებით 30%-ით მატულობს. გაზრდილი საშვილოსნო ზეწოლას ახდენს მენჯის სისხლძარღვებზე, რის გამოც ფერხდება ვენური უკუდინება. მდგომარეობის კომპენსირება ხდება მცირე მენჯის ვენების ზომაში მომატებით. ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები განაპირობებენ ისეთი პათოლოგიის ჩამოყალიბებას, როგორიცაა ორსულთა  ვარიკოზი.

აღნიშნული სიმპტომები მიუთითებს ვენურ შეგუბებაზე და ხშირ შემთხვევაში მშობიარობის შემდეგ ქრება, როდესაც სხეულის წონა და ჰორმონული ფონი ნორმალიზდება. რიგ შემთხვევებში ქსოვილებში არსებული ცვლილებები შეუქცევადი ხდება მშობიარობის შემდეგაც.  ვარიკოზი  ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ჩნდება გენეტიკურად წინასწარგანწყობილ ქალებში, ჭარბი წონისა და ჰიპოდინამიის დროს.

უნდა აღინიშნოს, რომ ვენური შეგუბება განაპირობებს თრომბების წარმოქმნას და ვენებში ანთებით ცვლილებებს. მძიმე შემთხვევაში საფრთხე ექმნება არა მარტო დედის, არამედ ბავშვის ჯანმრთელობასაც. რისკი მცირდება ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ამის გამო აუცილებელია გართულებების პროფილაქტიკა:


  • ვარიკოზის ან ვენური შეგუბების ნიშნების გამოვლენისას, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია და მთელი ორსულობის განმავლობაში ორსულზე დაკვირვება.​
  • გაუწყლოება და ორგანიზმის გადახურება წარმოადგენს მთავარ ფაქტორს  ვარიკოზის განვითარებისათვის, ამიტომაც ორსულმა უნდა მიიღოს სათანადო  რაოდენობით წყალი.
  • ჰიპოდინამია კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიზეზს წარმოადგენს ვარიკოზის განვითარებისათვის, რის გამოც რეკომენდებულია სეირნობა, დღეში არანაკლებ 2-3 საათი. დადებითად მოქმედებს ცურვა. თუმცა ორსულმა თავი უნდა აარიდოს ფიზიკურ დატვირთვას.
  • ორსულის ფეხსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული და დაბალ ქუსლიანი.
  • საღამოობით სასრგებლოა ფეხების აწეულ მდგომარეობაში ნახევარი საათით გაჩერება.
  • უნდა გვახსოვდეს, რომ ორსულობის პერიოდში არ შეიძლება ვარიკოზის მკურნალობა, მით უმეტეს ოპერაციული ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც არსებობს მაღალი რისკი დედის და ბავშვის ჯანმრთელობის მხრივ.
  • მდგომარეობას ამსუბუქებს სპეციალური კომპრესიული თეთრეული და ხელს უშლის ვარიკოზის  შემდგომ განვითარებას.
  • თუ ორსულობამდე აღინიშნება  ვარიკოზი, ორსულობის დაგეგმვამდე  აუცილებელია მკურნალობა გართულებების თავიდან ასაცილებლად.
  • რაც შეეხება მშობიარობის შემდეგ ვარიკოზის საშიშროებას  ეს არც ისე საგანგაშოა, რადგან უკვე შესაძლებელია ოპერაციული ჩარევა.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი