იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

ერთ წლამდე ბავშვის განვითარების ეტაპები

Read Now
 
გთავაზობთ საორიენტაციო მონაცემებს, რომლის მიხედვით შესაძლებელია შეფასდეს ერთ წლამდე ბავშვის განვითარების დონე.

მითითებული უნარ-ჩვევები განსაზღვრავს ბავშვის განვითარების ნორმას ზრდის მიხედვით.

დროის შეაბამის მონაკვეთში, გარკვეული უნარ-ჩვევის არ არსებობა, ჯერ კიდევ არ არის შეშფოთების საფუძველი, მითუმეტეს,  თუ დანარჩენი უნარ-ჩვევების განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს.

ზოგიერთ ბავშვს უნარ-ჩვევები უვითარდება განსხვავებული თანმიმდევრობით, მაგალითად შეიძლება ბავშვმა არ იხოხოს და პირდაპირ დაიწყოს სიარული.

ყურადღების გამახვილება და ექიმთან ვიზიტი საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი, ერთმანეთთან დაკავშირებული  უნარ- ჩვევა  არ ვლინდება ნორმალური ვადის ამოწურვიდან  2 და მეტი თვის განმავლობაში.

მოძრაობა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში

  • ​მუცელზე წოლისას, თავის დაჭერის მცდელობა:  1-2 თვე
  • მუცელზე წოლისას ხანმოკლედ თავის დაჭერა: 1-3 თვე
  • მუცელზე წოლისას ხანგრძლივად თავის დაჭერა:  2-3 თვე
  • თავის დაჭერა იდაყვებზე დაყრდნობით:  2-4 თვე
  • თავის დაჭერა ხელის მტევნებზე დაყრდნობით:  3-5 თვე
  • გვერდზე გადაბრუნების მცდელობა: 3-5 თვე
  • გვერდზე გადაბრუნება: 3-5 თვე
  • მუცელზე გადაბრუნება (გადაკოტრიალება ): 3-5 თვე
  • მუცელზე წოლისას მხრების წელამდე გადაზნექა:  3-5 თვე
  • მუცელზე წოლისას ზურგზე გადაბრუნება:  3-6 თვე
  • ცოცვის მცდელობა:  4-6 თვე
  • მუცელზე ხოხვა:  5-8 თვე
  • ოთხზე (კიდურებზე) ხოხვა:  6-დან -9 თვემდე
  • რაიმე საგანზე აცოცება:  8–დან -10 თვემდე

დგომა

  • სუსტად დაყრდნობა იღლიით დაჭერის დროს:  2-3 თვე
  • მყარად დაყრდნობა იღლიით დაჭერისას: 3-4 თვე
  • დგომა იღლიებით დაჭერის დროს: 4-5 თვე
  • დგომა ორივე ხელით დაჭერის დროს: 5-7 თვე
  • დგომა ერთი ხელით დაჭერის დროს: 6-8 თვე
  • დგომა მცირე საყრდენით: 8-11 თვე
  • დგომა საყრდენის გარეშე: 8-11 თვე
  • ნებისმიერი მდგომარეობიდან ადგომა: 9-12 თვე

სიარული

  • გადაბიჯების რეფლექსი: 1-2 თვე
  • გადაბიჯება – იღლიების დახმარებით: 3-5 თვე
  • გადაბიჯება – ხელებით დაჭერის დროს, მცირე ხნით: 5-7 თვე
  • ხანგრძლივი გადაბიჯება – ხელებით დაჭერის დროს: 7-9 თვე
  • გადაბიჯება  – ხელებით უძრავ საყრდენზე დამოუკიდებლად ჩაჭიდებით: 7-9 თვე
  • გადაბიჯება – მოძრავი საყრდენის დახმარებით: 9-12 თვე
  • გადაბიჯება საყრდენის გარეშე: 9-12 თვე
  • გვერდულად სიარული საყრდენის დახმარებით: 7-12 თვე
  • დამოუკიდებლად სიარული: 8-12 თვე

ჯდომა

  • თავის აწევის მცდელობა ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში: 1-3 თვე
  • თავის აწევა და ამ მდგომარებაში დაჭერა, ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში: 3-5 თვე
  • წამოჯდომის მცდელობა ხელების დახმარებით: 4-5 თვე
  • წამოჯდომა ხელების დახმარებით: 5-6 თვე
  • წამოჯდომა ერთი ხელის დახმარებით: 5-8 თვე
  • წამოჯდომა საგანზე ხელის მოჭიდებით: 6-8 თვე
  • წამოჯდომა მცირე დასაყრდენით: 7-9 თვე
  • წამოჯდომა დასაყრდენის გარეშე: 7-9 თვე
  • წამოჯდომა ნებისმიერი მდგომარობიდან: 8-11 თვე

მეტყველების განვითარება

  • ღუღუნი: 3-5 თვე
  • წამღერებითი ღუღუნი: 4-6 თვე
  • საპასუხო ხმები: 4-6 თვე
  • ტიტინი: 6-12 თვე
  • დანაწევრებული, მოკლე ბგერების წარმოთქმა: 8-10 თვე
  • ბგერების ხანგრძლივი, ხმამაღალი გამეორება უფროსებთან ერთად: 9-12 თვე
  • მარტივი  სიტყვების წარმოთქმის მცდელობა: 9-12 თვე
  • პირველი, გამართული სიტყვების წარმოთქმა: 12 თვის შემდეგ

ხელის ჩავლება

  • სათამაშოზე რეფლექსური ხელის ჩავლება: 1-2 თვე
  • გამოწვდილი ხელების მოძრაობა: 2-4 თვე
  • გამოწვდილი ხელების მოძრაობით სათამაშოზე ხელის ჩავლება: 2-4 თვე
  • სათამაშოზე მიზანმიმართული ხელის ჩავლება: 4-6 თვე
  • სათამაშოს გადაგდება: 6-8 თვე
  • რთული, აქტიური მოქმედება სათამაშოსთან მიმართებაში: 7-11 თვე

მხედველობითი ანალიზატორის განვითარება

  • არაგულისხმიერი მხედველობა: 1-2 თვე
  • მოძრავ საგნებზე თვალის გაყოლების უნარი: 2-4 თვე
  • მხედველობითი გულისხმიერება, საგნებზე თვალყურის დევნების უნარი: 2-4 თვე
  • საკმაოდ მცირე მანძილზე საგნის გულისხმიერი დათვალიერების უნარი: 3-5 თვე
  • საგნის ფორმებისა და ძირითადი ფერების გარჩევის უნარი: 4-6 თვე
  • ფერებისა და გარშემომყოფი სხვადასხვა ფორმის საგნების მოხაზულობის კარგად გარჩევის უნარი: 7-9 თვე

სასმენი აპარატის განვითარება
​
  • საწყისი, ორიენტირებული რეაქცია მკვეთრ ხმებზე: 1 თვე
  • ყველა ტიპის ხმაზე  ყურადღების გამახვილება: 2-4 თვე
  • მკვეთრი, მყისიერი ირიენტირებული რეაქცია ხმებზე: 3-5 თვე
  • ხმების გამომცემი წყაროს ძებნა: 4-7 თვე
  • ხმებზე ყურის დაგდება, რეაქცია ხმოვან გამღიზიანებლებზე: 5-8 თვე
  • ხმის წყაროს სწრაფი, უშეცდომო გამოცნობა: 5-9 თვე
  • მაღალდიფერენცირებული აქტიურობა ხმოვანი გამაღიზიანებლების მიმართ: 8-12 თვე

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი