იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

17/11/2025

მშობიარობის წინა პერიოდი

Read Now
 
​მშობიარობის წინა პერიოდად, ანუ ფეხმძიმობის ბოლო პერიოდად ითვლება 34-40 კვირა. ამ დროს თქვენ შეიძლება შენიშნოთ ახალი სიმპტომები, რაც ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია:
  • პერიოდული, არც თუ ხშირი, მოჭერის უმტკივნეულო შეგრძნება მუცელში, რაც წააგავს სამშობიარო შეტევებს;
  • მუცლის გარკვეული “შემსუბუქება", რაც გამოწვეულია ბავშვის თავის მენჯში ჩადგომით;
  • მენჯში ზეწოლის შეგრძნება;
  • შარდვის გახშირება;
  • მშობიარობამდე 1 კვირით ადრე ერთ კილოგრამამდე წონის დაკლება;
  • განავლის ჩვეულთან შედარებით გათხიერება;
  • ენერგიის უეცარი მოზღვავება, ქალებს, როგორც წესი, ამ პერიოდში უჩნდებათ სახლის დალაგების, მოწესრიგების, ავეჯის გადაადგილების სურვილი;
  • შფოთვა და/ან ემოციების მოძალება.

ამ პერიოდში მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ, რათა თავიდან აიცილოთ ნაადრევი და გაიადვილოთ დროული მშობიარობა:

  • მოერიდეთ დიდ მანძილზე მგზავრობას (მით უმეტეს მანქანით);
  • დიდხანს ნუ დაჰყოფთ ისეთ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომად არ არის სამედიცინო სამეანო დაწესებულება;
  • მაქსიმალურად მოიწესრიგეთ ნაწლავების მოქმედება;
  • იკვებეთ მსუბუქად, მცირე პორციებით და ხშირად; მკვეთრად შეამცირეთ საკვებში სუფრის მარილი;
  • ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
  • ერიდეთ დიდხანს ჯდომად და დგომას; ხშირად წამოწექით დასასვენებლად;

დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენ ექიმს ნებისმიერი უჩვეულო სიმპტომის შემჩნევისას, მაგალითად:
​
  • წელის გახანგრძლივებული ტკივილი;
  • სახის, ქუთუთოების, კიდურების შეშუპება;
  • ნებისმიერი გამონადენი საშოდან;
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • არტერიული წნევის აწევა.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი