იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

20/6/2025

ორსულობა და გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები

Read Now
 
ნორმალურად მიმდინარე ორსულობის  დროსაც მნიშვნელოვანი  ცვლილებები მიმდინარეობს სისხლის მიმოქცევის სისტემის მხრივ: იზრდება მოცირკულირე სისხლის მოცულობა, ხშირდება გულისცემა, შეინიშნება ტენდენცია ჰიპოტონიისადმი პირველ ტრიმესტრში და პირიქით ჰიპერტონიისადმი ბოლო ტრიმესტრში, ასევე აღინიშნება ვენური შეგუბება სხეულის ქვემო ნაწილსა და კიდურებში.

თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ცვლილებები გულ – სისხლძარღვთა სისტემის მხრივ შესაძლოა ორსულობამდეც მიმდინარეობდა ქალის ორგანიზმში, თუმცა კომპენსირებული იყო, ორსულობის  დროს კი დამატებითი დატვირთვის შედეგად  დეკომპენსირებულ მდგომარეობაში გადავიდა.

გულ – სისხლძარღვთა სისტემის მთელი რიგი დარღვევების დროს ორსულობა უკუნაჩვენებია. ასეთი მდგომარეობებია: ჰიპერტონიული დაავადება, II და III სტადიის დროს, გულის დეკომპენსირებული და სუბკომპენსირებული მანკები, რევმატიზმი აქტიურ ფაზაში, სისხლის მიმოქცევის უკმარისობა. 

​ორსულობა განსაკუთრებით საშიშია გულის სარქვლოვანი მანკებისა და  სისხლის შედედების მხრივ დარღვევებისას. პირველ ტრიმესტრში სიმპტომები შედარებით სუსტადაა გამოხატული, რის გამოც ორსულთა უმეტესობა არ აღიქვამს მდგომარეობას ადეკვატურად და უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, საჭიროების შემთხვევაში ორსულობის  შეწყვეტაზე.

​გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ  პათოლოგიაზე ეჭვის მიტანა შეიძლება შემდეგი სიმპტომების არსებობისას: გულის შეკუმშევების რიტმისა და სიხშირის დარღვევა, ქოშინი, შეშუპება, ციანოზი, ტკივილი გულის არეში, ჰიპერტენზია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სპეციალისტის, კარდიოლოგის, რევმატოლოგის კონსულტაცია, უნდა ჩატარდეს ეკგ, ბიოქიმიური კვლევები.

უმჯობესია მოხდეს ორსულის ჰოსპიტალიზაცია, განსაკუთებით კი II და III ტრიმესტრში, როდესაც იზრდება გართულებების რისკი, როგორიცაა მუცლის მოშლა, გვიანი გესტოზი, ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ნაყოფის ჰიპოტროფია და ჰიპოქსია.

გართულებები მოსალოდნელია მშობიარობის დროსაც და მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც, ამიტომაც მეანისა და კარდიოლოგების ერთობლივი გადაწყვეტილებით ხშირად მიმართავენ მშობიარობის ოპერაციულ მეთოდს ან ფიზიოლოგიური მშობიარობისას გაუტკივარებას. 

მშობიარობის შემდგომ პერიოდში კი უნდა მოხდეს დაკვირვება  ჰემოდინამიკაზე, შესაძლო მკვეთრი ცვლილებების განვითარების გამო. მძიმე პათოლოგიის  დროს  უკუნაჩვენებია ლაქტაცია, რადგან არსებობს ისეთი გართულებების მაღალი რისკი, როგორიცაა გულის უკმარისობა, თრომბოემბოლია.

გართულებების შემცირების მიზნით, უმჯობესია თუ ორსულობა მოხდება დაგეგმილად სპეციალიტებთან კონსულტაციისა და სათანადო მომზადების შემდეგ.

რიგ შემთხვევაში, მძიმე პათოლოგიების დროს, ორსულობა უკუნაჩვენებია და უნდა შეირჩეს კონტრაცეფციის შესაფერისი მეთოდი, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ გულ – სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების დროს დაუშვებელია ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება. მძიმე პათოლოგიების დროს რეკომენდებულია სტერილიზაცია. აუცილებელია მოსალოდნელი გართულებების თაობაზე  ქალის სწორი ინფორმირება და  დარწმუნება ორსულობის  შეწყვეტის საჭიროებაში.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი