იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

14/11/2025

5 კითხვა-პასუხი საკეისრო კვეთის შესახებ

Read Now
 
​​კითხვა 1.
​
საკეისრო კვეთის შემდეგ რა ვადებში შეიძლება ორსულობა და მშობიარობა?

​საკეისრო კვეთის შემდეგ რეკომენდებულია 2-3 წლით დაცდა. თუ ორსულობა დადგა უფრო ადრე, არის რისკი, რომ ან ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ან მშობიარობის დროს ძველი ნაკერი გაიხსნეს, რადგან ვერ გაუძლებს დატვირთვას. ეს რისკი 3 წლის შემდეგ თითქმის აღარ არსებობს.

კითხვა 2.

მართალია, რომ საკეისრო კვეთის შემდეგ მუცელზე რჩება დიდი შრამი?

იშვიათი გამონაკლისის გარდა, ბავშვი ამოჰყავთ იმ ნაკვეთიდან, რომელიც კეთდება მუცლის ქვემოთ, თითქმის თმის ზრდის ხაზზე. შემდეგ ადებენ კოსმეტიკურ ნაკერს, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ თითქმის შეუმჩნეველია შიშველ ტანზე. საცვალი კი მთლიანად ფარავს მას.

კითხვა 3.

მართალია, რომ თუ ბავშვი ვერ გაივლის ბუნებრივ სამშობიარო გზებს, მაშინ დედასა და ბავშვს შორის არ მყარდება ფსიქოლოგიური და ემოციური კავშირი?

ეს არის ყველზე ხშირი გაუგებრობა. ერთადერთი პრობლემა არის ფსიქოლოგიური, დედის სიყვარული არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა გზით მოევლინა პატარა ამ სამყაროს, მთავარი არის თუ როგორი სითბო და ზრუნვა ექნება მას შემდგომ და ის, რომ მთელი ცხრა თვე დედა და ბავშვი იყო ერთი სხეული, ეს არ იკარგება.

კითხვა 4.
​
საკეისრო კვეთის შემდეგ ბავშვს აუცილებლად უჩნდება ნევროლოგიური პრობლემები და ხშირად ავადმყოფობს?

სტატისტიკის მიხედვით, ასეთი ბავშვების პრობლემები არ განსხვავდება იმ ბავშვებისაგან, რომლებიც მოევლინენ ქვეყანას ბუნებრივი გზით. ბავშვის ჯანმრთელობა დამოკიდებულია მშობიარობის მიმდინარეობაზე, დედის დაავადებებზე, მშობიარობის შემდგომ მოვლაზე და ა.შ.

კითხვა 5.
​
საკეისროს კვეთის შემდეგ მართლა არ შეიძლება ძუძუთი კვება?

ერთადერთი, რასაც მოკლებულია ჩვილი საკეისროს შემდეგ ის არის, რომ ძუძუსთან მიახლოება ვერ ხერხდება დაბადებიდან ძალიან მალე. ძუძუთი კვება იწყება მეორე დღიდან – იმ დროიდან როდესავ ქალი გადაყვანილი იქნება მშობიარობისშემდგომ პალატაში, და მას იქ მოუყვანენ ჩვილს. რძე საკეისრო კვეთის შემდეგ მოდის ჩვეულებრივად მეორე – მეოთხე დღეს, ისევე როგორც ჩვეულებრივ მშობიარეს.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
იმედის კლინიკა

Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი