იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

მშობიარობისთვის მომზადება - შორისის მასაჟი

Read Now
 
შორისი არის საშოსა და ანალურ ხვრელს შორის მდებარე ქსოვილი. შორისის არეს მშობიარობისას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და მშობიარეების 80% უზიანდება. ძალიან ხშირია ამ ადგილის ჩაჭრის (ეპიზიოტომია) ალბათობა, რითიც ექიმი აფართოებს გამოსასვლელ ადგილს და ეხმარება თქვენს პატარას დაბადებაში.

შესაძლოა ამ ქსოვილის ჩახევაც მოხდეს მშობიარობისას, ან უბრალოდ ძლიერ დაზიანდეს. ჩაჭრისა და ჩახევის შემთხვევაში ნაკერების დადება დაგჭირდებათ. ეს იმდენად ხშირად ხდება, რომ მშობიარობის განუყოფელ ნაწილად აღიქმება. ყოველივე ეს საკმაოდ არაკომფორტულია და მოსაშუშებლადაც ხანგრძლივ პერიოდს საჭიროებს.

თუმცა არსებობს საშუალება, რომელმაც შესაძლოა თავიდან აგვაცილოს ეს უსიამოვნებები და საგრძნობლად შეამციროს მშობიარობისას შორისის დაზიანების ალბათობა. მშობიარობისთვის მოსამზადებლად მიღებული პრაქტიკაა შორისის მასაჟი, რომელიც ვაგინასა და ანუსს შორის არეს ამუშავებს და ამზადებს სამშობიაროდ.

მასაჟი ამ არეს ხდის უფრო მოქნილს და მცირდება ჩახევის, ეპიზიოტომიის (ჩაჭრის), ნაკერების დადებისა და სხვა დაზიანებების მიღების რისკი.
​
ეს მასაჟი ასევე მოგამზადებთ იმ შეგრძნებისთვის, რომელიც მშობიარობისას ბავშვის თავის გამოსვლისას გექნემათ და თუ უფრო მომზადებული შეხვდებით ამ მომენტს, მოდუნებასაც ადვილად შეძლებთ. 

შორისის არის მასაჟი განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევაში თუ პირველი მშობიარობაა, ან თქვენ 30 ან მეტი წლისა ხართ, ან წინა მშობიარობისას დაგჭირდათ ჩაჭრა. ნებისმიერ შემთხვევაში ის ჭიმავს შორისის ქსოვილს და ხდის მას უფრო ელასტიურს, რითიც მცირდება ტრამვების მიღების შანსი. 

შორისის მასაჟის კეთება სასურველია ორსულობის 34-ე კვირაზე დაიწყოთ და 4-6 კვირის განმავლობაში გაიკეთოთ დღეში ერთხელ ან ორჯერ, 3-5 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ. მასაჟი შეგიძლიათ დამოუკიდებლად გაიკეთოთ ან თქვენს პარტნიორს სთხოვოთ დახმარება;

შორისის მასაჟს თითქმის არ გააჩნია უკუჩვენება. გამოიჩინეთ სიფთხილე შარდსადენთან და არ შეეხოთ მას მასაჟის კეთებისას. ასევე არ ჩაიტაროთ ეს მასაჟი თუ გენიტალური ჰერპესი გაქვთ ან სხვა ვაგინალური ინფექცია. ​


  • დაიბანეთ ხელები, ფრჩხილები კი იქონიეთ მოკლედ მოჭრილი და ზედმიწევნით დაქლიბული, რომ თავიდან აიცილოთ მცირედი დაზიანებაც კი. 
  • განმარტოვდით ისეთ ადგილას, სადაც ხელს არავინ შეგიშლით და მოდუნდით. 
  • იპოვეთ მოსახერხებელი პოზა. მასაჟისთვის მოსახურხებელია ის პოზა, რომელშიც მუხლები მოხრილი გაქვთ და ხელით თავისუვლად წვდებით შორისის არეს. 
  • დასაწყისში შეგიძლიათ ისარგებლოთ სარკით და ასე აკონტროლოთ მოძრაობის მიმართულება;
  • თითები და შორისის არე დაიმუშავეთ საცხით. ამ სახის მასაჟისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ველედას სპეციალური საცხი შორისის მასაჟისთვის, E ვიტამინი, ნუშის ზეთი ან ზეითუნის ზეთი. არ გამოიყენოთ საბავშო ზეთი, მინერალური ზეთი. 
  • ცერა თითები მოათავსეთ საშოში, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები 3-4 სმ-ით და დააწექით თითებით ქვემოთ და გვერდზე, თითქოს ჭიმავთ ამ ადგილს ანუსის მიმართულებით, გააგრძელეთ 1-2 წუთის განმავლობაში, სანამ არ იგრძნობთ დაჭიმულობასა და მსუბუქი წვის შეგრძნებას. გეჭიროთ პოზიცია სანამ ადგილი არ გაბრუვდება და ძლიერად აღარ იგრძნობთ ჩხვლეტას. 
  • ცერა თითით საშოს უკანა კედლის მასაჟი ჩაიტარეთ U ფორმის მოძრაობით და პარალელურად მოახდინეთ კონცენტრირება კუნთების მოდუნებაზე. 
  • ამ მასაჟის დროს ივარიშეთ ნელ ღრმა სუნთქვაში. 

ჩაიტარეთ ეს მასაჟი დღეში 10 წუთის განმავლობაში. 1-2 კვირის შემდეგ თქვენ შენიშნავთ, რომ შორისის არე გაცილებით რბილი და მოქნილი გახდება და მასაჟის დროსაც ნაკლებ წვასა და დაჭიმულობა იგრძნობთ. ​

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
იმედის კლინიკა

Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი