იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

სამშობიარო შეტევები

Read Now
 
​მშობიარობის პირველი - პრელიმინალური ეტაპი იწყება მშობიარობის დადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე, მაგრამ კონკრეტულად სამშობიარო მოქმედების დადგომის მაუწყებელია პირველი სამშობიარო შეტევები, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

საშვილოსნოს რითმული შეკუმშვა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი მუცლის ქვედა არეში და წელის მიდამოში, ხდება გარკვეული მიზნით, რათა დაეხმაროს საშვილოსნოს ყელს მაქსიმალურად გახსნაში.

ეს ბუნებრივიცაა, რადგან იმ ქალბატონებში, რომლებიც პირველად მშობიარობენ, საშვილოსნოს გახსნის პროცესი გრძელდება 10-12 საათი, ეს ბუნების მიერ დადგენილი საკმაოდ გონივრული ვადაა იმ სერიოზული მეტამორფოზისთვის, რომელსაც ამ დროს ადგილი აქვს ქალის ორგანიზმში.

ქალის (რომელიც არ არის ფეხმძიმედ) საშვილოსნოს ყელის სიგრძე ხომ სულ რაღაც 4 სმ-ია, დიამეტრი კი 1 სმ, რომელიც მშობიარობის მომენტში უნდა გარდაიქმნეს ბრტყელ რგოლად, რომლის დიამეტრი 10 სმ -ია.

ემზადება რა გახსნის პროცესისთვის, საშვილოსნოს ყელი თანდათანობით რბილდება და სამშობიარო შეტევების რითმში თანდათან მოკლდება და ფართოვდება დიამეტრში.

პირველი სამშობიარო შეტევები, რომელიც გრძელდება 10-20 წამი 10-15 წუთიანი ინტერვალებით, რეგულარულად არ ითვლება, რადგან ის შეიძლება დაიწყოს და მშვიდობით დამთავრდეს ისე, რომ არ გახდეს უფრო ხშირი და ინტენსიური.

თუ ასეთი შეტევების დროს ადგილი აქვს ტონუსს არა მარტო საშვილოსნოში, არამედ საშვილოსნოს ყელში, მაშინ საშვილოსნოს ყელი თანდათანობით იწყებს გახსნას და პირველი სამშობიარო შეტევების ბოლოს იგი უკვე 3 სმ-ზეა გახსნილი.

ამის შემდეგ დგება მეორე ეტაპი - უფრო ინტენსიური და რეგულარული სამშობიარო შეტევები, რომელიც გრძელდება 20-30 წამი 5-7 წუთიანი ინტერვალებით, ამ პროცესის შემდეგ საშვილოსნოს ყელი იხსნება უკვე 6-7 სმ-ზე.

და ბოლოს, მესამე ეტაპი - ყველაზე ინტენსიური სამშობიარო შეტევები, რომელიც გრძელდება 50-60 წამი 1-1,5 წუთიანი ინტერვალებით. ამ პროცესის შემდეგ საშვილოსნოს ყელი უკვე მაქსიმალურად იხსნება 10-12 სმ-ზე.

აუწყებთ რა ბებიაქალს თქვენი სამშობიარო შეტევების შესახებ, გაითვალისწინეთ, რომ სამშობიარო შეტევის ხანგრძლივობად ითვლება მომენტი საშვილოსნოს ტონუსის წარმოშვებიდან მის საბოლოო მოდუნებამდე. ხოლო ინტერვალად ითვლება ერთი შეტევიდან მეორე შეტევამდე დროის მონაკვეთი.

ჩვეულებრივ საშვილოსნოს ყელის გახსნა ხდება 1 სმ-ით 2 საათის განმავლობაში და რაც უფრო დიდი ხდება მისი დიამეტრი, მით უფრო ძლიერია სანაყოფე გარსის დაწოლა საშვილოსნოს ყელზე საშვილოსნოს მხრიდან, ეხმარება რა ამით მას გაფართოებაში.
​
სანაყოფე წყლების დაღვრა ხდება მაშინ, როცა საშვილოსნოს ყელი იხსნება 7-8 სმ-ზე. თუ ეს არ ხდება, მეან-გინეკოლოგი ფაქიზად გახსნის ამნიოტურ ტომარას და გადასწევს გარსს ისე, რომ ბავშვის თავი გამოვიდეს სამშობიარო არხში. ამ ოპერაციას ამნიოტომია ეწოდება.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი