იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

ორსულის ძილი

Read Now
 
ძილის დროს ადამიანის ორგანიზმი სრულფასოვნად ისვენებს. ორსულობის პერიოდში სხვადასხვა ორგანოზე დატვირთვა გაცილებით იზრდება, ამიტომ ორსულისთვის ძილი და შესაბამისად, დასვენება ძალზე მნიშვნელოვანია.

ორსული ქალისთვის ძილის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 8-9 საათზე ნაკლები, სხვა შემთხვევაში ორსული გაცილებით მალე იღლება, რაც თავისთავად იწვევს გაღიზიანებას და ნერვული სისტემის დაძაბვას. 

ორსულობის პერიოდში ძილი შეიძლება ნებისმიერ პოზაში, ეს იმიტომ, რომ საშვილოსნო ჯერაც მცირეა და მასზე რაიმე სახის ზეწოლა ფაქტიურად არ ხორციელდება. 

რაც უფრო იზრდება ორსულობის ასაკი, მით უფრო ძნელი ხდება სასურველი პოზის შერჩევა, რის გამოც ძილი არასრულფასოვანი ხდება. მეორე ტრიმესტრიდან შეუძლებელია წოლა მუცელზე.

ძილის დროს ყველაზე მისაღები პოზაა წოლა მარცხენა გვერდზე, ასეთ შემთხვევაში მოსვენებულია თავად ორსულიც და რაც მთავარია ნაყოფიც, რომელსაც ამ დროს სისხლის საკმაო დოზა მიეწოდება, ამ პოზაში ორსულის თირკმელიც ნორმალურად მუშაობს, რაც აუცილებელია კიდურების შესიებისაგან თავდასაცავად. ასეთ პოზაში ძილის დროს დაშვებულია ფეხებს შორის ბალიშის ამოდებაც.

ბევრ ორსულს მოსწონს ზურგზე წოლა და ასე ძილი, მაგრამ ასეთმა პოზამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ზურგის არეში და წნევის დაწევა.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი