იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

ერთ წლამდე ბავშვის უნარ-ჩვევები და განვითარების ნორმა

Read Now
 
ერთ წლამდე ბავშვის განვითარების დონის შესაფასებლად მოგვყავს საორიენტაციო მაჩვენებლები; შესაძლებელია რომელიმე ასაკში ბავშვს არ გამოუვლინდეს ესა თუ ის უნარ-ჩვევა, თუმცა ეს ჯერ არ იძლევა შეშფოთების საფუძველს, მითუმეტეს თუ სხვა უნარ-ჩვევების განვითარება ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს;

მშობელი მუდმივ რეჟიმში უნდა აკვირდებოდეს ბავშვის განვითარების ტენდენციებს და ნებისმიერი ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიმართოს სპეციალისტს; 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ბავშვს უნარ-ჩვევები უვითარდება განსხვავებული წესით და თანმიმდევრობით, მაგალითად შეიძლება ბავშვმა არ იხოხოს და პირდაპირ სიარული დაიწყოს.
​
ყურადღების გამახვილება და ექიმთან ვიზიტი საჭიროა იმ შემთხვევაშიც, თუ ორი ან მეტი, ერთმანეთთან დაკავშირებული  უნარ- ჩვევა  არ ვლინდება ნორმალური ვადის ამოწურვიდან  2 და მეტი თვის განმავლობაში.

1 თვე
  • ​რეაქცია მკვეთრ ხმებზე

1-2 თვე
  • ​მუცელზე წოლისას, თავის დაჭერის მცდელობა
  • გადაბიჯების რეფლექსი
  • სათამაშოზე რეფლექსური ხელის ჩავლება
  • არაგულისხმიერი მხედველობა

1-3 თვე
  • მუცელზე წოლისას ხანმოკლედ თავის დაჭერა
  • თავის აწევის მცდელობა ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში

2-3 თვე
  • მუცელზე წოლისას ხანგრძლივად თავის დაჭერა
  • სუსტად დაყრდნობა იღლიით დაჭერის დროს

2-4 თვე
  • თავის დაჭერა იდაყვებზე დაყრდნობით
  • გამოწვდილი ხელების მოძრაობა
  • მოძრავ საგნებზე თვალის გაყოლების უნარი
  • გამოწვდილი ხელების მოძრაობით სათამაშოზე ხელის ჩავლება
  • საგნებზე თვალყურის დევნების უნარი
  • ყველა ტიპის ხმაზე  ყურადღების გამახვილება

3-4 თვე
  • მყარად დაყრდნობა იღლიით დაჭერისას

3-5 თვე
  • თავის დაჭერა ხელის მტევნებზე დაყრდნობით
  • გვერდზე გადაბრუნების მცდელობა
  • გვერდზე გადაბრუნება
  • მუცელზე გადაბრუნება
  • მუცელზე წოლისას მხრების წელამდე გადაზნექა
  • ღუღუნი
  • გადაბიჯება – იღლიებში ხელის მოკიდებით
  • თავის აწევა და ამ მდგომარებაში დაჭერა, ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში
  • საკმაოდ მცირე მანძილზე საგნის დეტალური დათვალიერების უნარი
  • მყისიერი რეაქცია ხმებზე

3-6 თვე
  • მუცელზე წოლისას ზურგზე გადაბრუნება

4-5 თვე
  • ​წამოჯდომის მცდელობა ხელების დახმარებით
  • დგომა იღლიებით დაჭერის დროს

4-6 თვე
  • წამღერებითი ღუღუნი
  • საპასუხო ხმები
  • ცოცვის მცდელობა
  • სათამაშოზე მიზანმიმართული ხელის ჩავლება
  • საგნის ფორმებისა და ძირითადი ფერების გარჩევის უნარი

4-7 თვე
  • ხმების გამომცემი წყაროს ძებნა

5-6 თვე
  • წამოჯდომა ხელების დახმარებით

5-7 თვე
  • დგომა ორივე ხელით დაჭერის დროს
  • გადაბიჯება – ხელებით დაჭერის დროს, მცირე ხნით

5-8 თვე
  • მუცელზე ხოხვა
  • წამოჯდომა ერთი ხელის დახმარებით
  • ხმებზე ყურის დაგდება, რეაქცია ხმოვან გამღიზიანებლებზე

5-9 თვე
  • ხმის წყაროს სწრაფი, უშეცდომო გამოცნობა

6-8 თვე
  • დგომა ერთი ხელით დაჭერის დროს
  • წამოჯდომა საგანზე ხელის მოჭიდებით
  • სათამაშოს გადაგდება

6-9 თვე
  • კიდურებზე ხოხვა

6-12 თვე
  • ტიტინი

7-9 თვე
  • ხანგრძლივი გადაბიჯება – ხელებით დაჭერის დროს
  • გადაბიჯება  – ხელებით უძრავ საყრდენზე დამოუკიდებლად ჩაჭიდებით
  • წამოჯდომა მცირე დასაყრდენით
  • წამოჯდომა დასაყრდენის გარეშე
  • ფერებისა და გარშემომყოფი სხვადასხვა ფორმის საგნების მოხაზულობის კარგად გარჩევის უნარი

7-11 თვე
  • რთული, აქტიური მოქმედება სათამაშოსთან მიმართებაში

7-12 თვე
  • ​გვერდულად სიარული საყრდენის დახმარებით

8-10 თვე
  • ​რაიმე საგანზე აცოცება
  • დანაწევრებული, მოკლე ბგერების წარმოთქმა

8-11 თვე
  • ​დგომა მცირე საყრდენით
  • დგომა საყრდენის გარეშე
  • წამოჯდომა ნებისმიერი მდგომარობიდან

8-12 თვე
  • ​დამოუკიდებლად სიარული
  • მაღალდიფერენცირებული აქტიურობა ხმოვანი გამაღიზიანებლების მიმართ

9-12 თვე
  • ნებისმიერი მდგომარეობიდან ადგომა
  • გადაბიჯება – მოძრავი საყრდენის დახმარებით
  • გადაბიჯება საყრდენის გარეშე
  • ბგერების ხანგრძლივი, ხმამაღალი გამეორება უფროსებთან ერთად
  • მარტივი  სიტყვების წარმოთქმის მცდელობა

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი