იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

ყვითელი სხეული

Read Now
 
Picture
​აუცილებელია იცოდეთ, რომ ემბრიონის განვითარებისთვის, განსაკუთრებით ორსულობის პირველ პერიოდში, ძალიან მნიშვნელოვანია ყვითელი სხეული, რომელიც წარმოიქმნება გამსკდარ ფოლიკულაში მას შემდეგ, რაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ტოვებს საკვერცხეს.

ის გამოიყურება როგორც პატარა ბუშტი საკვერცხის კედელზე. ყვითელ სხეულში ხდება სისხლძარღვების სწრაფი განვითარება ჰორმონების პროდუცირებისათვის, მაგალითად ისეთის, როგორიცაა პროგესტერონი, რომელიც აუცილებელია საწყის სტადიაში ორსულობის შენარჩუნებისათვის.

მომწიფებულ ყვითელ სხეულს ჩვეულებრივ 1-3 სმ დიამეტრი გააჩნია, თუმცა შეიძლება ის უფრო დიდიც იყოს, მისი წარმოქმნა შეიძლება ტკივილის ფონზეც მიმდინარეობდეს, ასეთ დროს კი შეიძლება კისტა განვითარდეს.

თუ კისტა გასკდა, ტკივილი გაგრძელდება და გამოიწვევს შიდა სისხლდენას. ასეთ დროს შეიძლება ქირურგიული ჩარევაც კი გახდეს აუცილებელი.

ყვითელი სხეული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორსულობის პირველ კვირებშია, რადგან ასრულებს ჯირკვლის ფუნქციას, რომელიც გამოიმუშავებს პროგესტერონს. მოგვიანებით, მე - 8-12 კვირაში ამ ფუნქციას თავის თავზე პლანცეტა იღებს.

ყვითელი სხეული ორსულობის დაწყებიდან დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ცოცხლობს. თუმცა არის გამონაკლისები, როცა ცალკეულ შემთხვევებში ნორმალურად ფუნქციონირებადი ყვითელი სხეული ორსულობის ბოლომდე, მთელი ვადის განმავლობაში ცოცხლობს.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ორსულობიდან მეოცე დღეს (მიახლოებით იმპლანტაციის პერიოდში), კისტის გახეთქვის შედეგად, ყვითელი სხეული მოუცილებიათ, მაგრამ ორსულობა ნორმალურად განვითარებულა და დასრულებულა.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი