იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

საკეისრო კვეთის შემდგომი მშობიარობა

Read Now
 
​საკეისრო კვეთის ჩვენებების მომატებამ ხელი შეუწყო საკეისრო კვეთის პროცენტულ ზრდას, რის შედეგადაც პრობლემატური გახდა – გადატანილი საკეისრო კვეთის შემდგომი ბუნებრივი სამშობიარო გზებით მშობიარობა.

მეცნიერული კვლევების მიხედვით, ქალების 40-80% რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ოპერაციული ჩარევა საშვილოსნოზე(კონსერვატიული მიომექტომია, საკეისრო კვეთა და სხვა) მშობიარობენ ბუნებრივი სამშობიარო გზით.

დადგენილია რომ საშვილოსნოს მიომეტრიუმის რეპარაცია(აღდგენა) სრულდება 6-8 თვეში, ამიტომ მშობიარობის დაგეგმვა შესაძლებელია ერთი წლის შემდეგ. ფაქტორები რომლებიც მოქმედებენ საშვილოსნოს მიომეტრიუმის რეპარაციულ პროცესებზე, შეგვიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:

- არაოპერაციული: ესტრაგენიტანული დაავადება, ორსულობისა და მშობიარობის გართულება, ინფექცია, მიომეტრიუმის საწყისი მდგომარეობა, მშობიარეს იმუნოდეფიციტი

- ოპერაციული: განაკვეთის ანატომიური მდებარეობა, საკერავი მასალის ტიპი, მიომერიუმის აღდგენის მეთოდი, ჭრილობის იზოლირება, ჭრილობის განაკვეთში ქსოვილების იშემია და ზეწოლა.

მიზეზი(ჩვენება) რის გამოც განმეორებითი ორსულობა მთავრდება საკეისრო კვეთის გზით, არის პირველი საკეისრო კვეთის შემდგომი საშვილოსნოს ნაწიბურის არასრულფასოვნება ან იგივე დაავადების, მდომარეობის განმეორება მშობიარობისას.

განმეორებითი ორსულობის პერიოდში ნაწიბურის მდგომარეობაზე მონიტორინგი შესაძლებელია ულტრაბგერითი ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევით, რომელიც უნდა ჩატარდეს 37-38 კვირის ორსულობის პერიოდში.

საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობა, მშობიარობის მართვა სპეციფიურია და თხოულობს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ბუნებრივია გადატანილი საკეისრო კვეთის რაოდენობის ზრდასთან ერთად, მატულობს მიმდინარე ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში შესაძლო გართულებების სიხშირე როგორიცაა მაგალითად პლაცენტის წინა მდებარეობა, მჭიდრო მიმაგრება და შეზრდა. რომელიც ზოგჯერ საჭიროებს განმეორებითი საკეისროს შემდგომ საშვილოსნოს ამოკვეთას – ჰისტერექტომიას.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი