იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

ორსულის ჯდომა

Read Now
 
ორსულობის პერიოდში განსაკუთრებით იზრდება ხერხემალის დატვირთვა, რამაც შეიძლება ზურგის არეში ტკივილები გამოიწვიოს.

ორსულობის მესამე ტრიმესტრში ნაყოფი აწვება ფილტვების დიაფრაგმას და იქ გამავალ ვენებს, შესაბამისად ვითარდება სუნთქვის გაძნელება, სისხლის მიმოქცევის გაძნელება და ქვედა კიდურების შესიება.

​ყოველივე ამისგან თავდასაცავად აუცილებელია ორსულმა დაიცვას რამოდენიმე წესი. ამჟამად ვისაუბროთ თუ როგორ უნდა იჯდეს ორსული


რბილ და ღრმა სავარძელს ამჯობინეთ ჩვეულებრივი, განიერი სკამი, ისე რომ ჯდომის დროს ზურგი მიაყრდნოთ სკამის სწორ ზედაპირს

თუ ზურგი გაწუხებთ შეიქმენით კომფორტული პირობები და ზურგის უკან ჩაიდეთ რბილი და მცირე ზომის ბალიში - ასე მიეყრდენით სკამს

უკეთესია, თუ ჯდომის დროს ფეხებს შეაწყობთ მცირე ზომის სკამს, ნუ გექნებათ ფეხები ჩამოშვებული იატაკამდე

ჯდომის დროს ეცადეთ თავი გქონდეთ გასწორებული, მხრები გასწორებული, ეს უნდა გააკეთოთ ყოველგვარი დაძაბვის გარეშე

სკამიდან ადექით რაც შეიძლება ნელა, ჯდომის დროს და ადგომისას ერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს

ნუ დაჯდებით ფეხი ფეხზე გადადებული პოზით, ამ დროს ზღუდავთ სისხლისმიმოქცევას

თუ დიდი ხანი გიწევთ ჯდომა, ან გაქვთ ასეთი სამუშაო, ყოველ საათში 5-10 წუთი შეისვენეთ, წამოდექით და გაიარეთ ოთახში. ამით გააუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი