იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

7/11/2025

ახალშობილის ჰიგიენა

Read Now
 
ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია დაიცვათ მისი ინდივიდუალური ჰიგიენა, შეუქმნათ საკუთარი მიკროკლიმატი და გამოუმუშაოთ ჰიგიენური ჩვევები. 

ჩვილი ბავშვის კანი ნაზია და ფაქიზი. კანის ფიზიოლოგიურ ნაოჭებში (ყურის უკანა, კისრის იღლიის საზრადულის) სასურველია სპეციალური მცენარეული ზეთის ან საცხის ხმარება.

კანის ხანგრძლივი სისველე იწვევს ძლიერ გაღიზიანებას, რის გამოც ყოველი დასველების თუ დასვრის შემდეგ ბავშვი უნდა ჩაბანოთ. გოგონები ჩაბანისას უნდა დაიწვინოთ ზურგით, ხოლო ბიჭები მუცლით. ტემპერატურა უნდა იყოს 37 გრადუსადმე.

ინფიცირების თავიდან ასაცილებლად გოგონების ჩაბანა ხდება წინიდან უკან, ხოლო ვაჟების უკნიდან წინა მიმართულებით.
 
ჩაბანის შემდეგ ბავშვი დააწვინეთ შესახვევ მაგიდაზე და სუფთა საფენით გაამშრალეთ. კანის ნაოჭებში წაუსვით სტერილური ზეთი.

ბავშვის ყოველდღიური აბაზანა საჭიროა დაბადებიდან 6თვის განმავლობაში, 6 თვის ასაკიდან კი დღეგამოშვებით. 

აბაზანის ხანგრძლივობაა 5 წუთი. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 36,5 – 37 გრადუსი. 

აბაზანაში უნდა მოათავსოთ ბამბის ნაჭერი, ბავშვი რომ არ გასრიალდეს. ბავშვი უნდა დაიჭიროთ ერთი ხელით და დაბანოთ მეორეთი. ჯერ უნდა დაბანოთ თავი და სახე (სახის დაბანისას საპონი არ უნდა იხმაროთ), შემდეგ ტანი. დაბანის შემდეგ ახალშობილის კანი უნდა გაამშრალოთ ნაზად ბამბის პირსახოცით. კანის ნაოჭები უნდა დამუშავდეს ზეთით. სასურველია, 2 საათის განმავლობაში დაახუროთ თხელი ქუდი.

სახის ტუალეტი:                              

სახე უნდა დაბანოთ თბილი გამდინარე წყლით (სახის დაბანისას საპონი არ უნდა იხმაროთ)
  
ცხვირის ტუალეტი:

ცხვირი გაასუფთავეთ ბამბის ტამპონის ბრუნვითი მოძრაობით. თითოეულისათვის უნდა იხმაროთ თითო ტამპონი. ქერქების მოსაცილებლად ნესტო გაუწმინდეთ ვაზელინიანი ბამბით.

თვალების ტუალეტი:

თვალები უნდა გაუწმინდოთ თბილ გადადუღებულ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით თვალის გარეთა კუთხიდან შიგნითა კუთხისკენ. დაუშვებელია ორივე თვალზე ერთიდაიგივე ტამპონის გამოყენება. თითოეულისთვის უნდა იხმაროთ თითო ტამპონი.

ფრჩხილები:

უნდა მოიჭრას მოკლედ, რომ ბავშვმა არ დაიზიანოს კანი. გამოიყენეთ მრვალპირიანი მაკრატელი.

ყურების ტუალეტი:

ყურები უნდა გამოიწმინდოს ბამბის ფთილით. დაუშვებელია ჩხირზე დახვეული ბამბის ან ასანთის გამოყენება.

ჭიპი:

ჭიპის პრობლემის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. სხვა შემთხვევაში ჭიპს განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ არ სჭირდება.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი