იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

სპირალი - საშვილოსნოსშიგა კონტრაცეპტივი

Read Now
 
​სპირალი საშვილოსნოსშიგა კონტრაცეფციაა არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის ყველაზე გავრცელებული მეთოდია. კონტრაცეფციის საშვილოსნოსშიგა საშუალებები უფრო მეტად ,,სპირალის” სახელწოდებითაა ცნობილი.

ყველაზე ხშირად გამოიყენება T- ფორმის სპირალები. ზოგიერთი სპირალი შეიცავს პროგესტოგენს ან ანტიბიოტიკებს. სპირალი თავსდება საშვილოსნოს ყელში ღრმად. ყველაზე ხშირად სპილენძისაა, თუმცა არსებობს ვერცხლისა და ოქროს სპირალებიც, ასევე – სპირალი ჰორმონების დამატებით. ამ სახის  სპირალებს კონტრაცეფციის გარდა შეიძლება ქონდეთ სამკურნალო ეფექტიც ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა მიომა, ენდომეტრიოზი, დისფუნქციური საშვილოსნოს სისხლდენები.

უფრო ძვირადღირებული საშვილოსნოსშიგა სპირალები გამოდის სხვადასხვა ზომის, რაც საშუალებას იძლევა შეირჩეს ინფდივიდუალურად, საშვილოსნოს ღრუს ზომის გათვალისწინებით.

პრაქტიკულად ნებისმიერი სპირალი იდგმება 5 წლის ვადით. შემდგომ საჭიროა მისი მოცილება და ახლის ჩადგმა. საშვილოსნოსშიგა სპირალის ჩადგმამდე აუცილებელია ნაცხის ანალიზი. სპირალი იდგმევა მენსტრუაციის დაწყებიდან 2-3 დღეს, მაგრამ შეიძლება გვიანაც გაკეთდეს; ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია მომდევნო მენსტრუაციის დაწყებიდან არ იყოს სქესობრივი კონტაქტი.

საშვილოსნოსშიგა საშუალებების წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის ზოგიერთი პათოლოგიური პროცესები. თუ ისინი არსებობს, მაშინ აუცილებელია წინასწარ საშვილოსნოს ყელის მკურნალობა. თავად სპირალი მცირე ზომისაა (2,5 სმ), საშვილოსნოში მოთავსებისას იგი ხელს უშლის სპერმატოზოიდების კვერცხუჯრედის მიმართულებით გადაადგილებას, რითაც ჩასახვის პროცესი ფერხდება.

სპირალის უპირატესობები:
  • მაღალეფექტური საშუალებაა (98-99%);
  • ერთხელ შეყვანილი სპირალი 5-დან 10 წლამდე რჩება საშვილოსნოში და საიმედოდ მუშაობს;
  • უსაფრთხოა და მოსახერხებელი;
  • სპირალის ამოღების შემდეგ ნაყოფიერება მაშინვე აღდგება.

სპირალის ნაკლოვანებები: 

არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან, ამიტომ არ არის ნაჩვენები იმ ქალებისათვის, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ სქესობრივი დაავადების მქონე მამაკაცთან ან ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავთ.

სპირალის გამოყენების წესი:

სპირალის შეყვანის და ამოღების პროცედურები მხოლოდ ექიმის მიერ წარმოებს. ნაჩვენებია მხოლოდ ნამშობიარები ქალებისათვის, ვისაც არ აქვთ სასქესო ორგანოების და სხვა პათოლოგიის ნიშნები.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი