იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

სითხის მიღება ორსულობის დროს

Read Now
 
წყალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ნორმალური განვითარებისთვის. წყლის დახმარებით ნაყოფი ითვისებს საკვებ ნივთიერებებს, ხდება ახალი უჯრედების წარმოქმნა, იზრდება სისხლის მიმოქცევა, ხდება სხეულის ტემპერატურის რეგულირება.

კვლევებით დადგენილია, რომ ყოველი 15 კალორიის დაწვის შემთხვევაში ორგანიზმისთვის აუცილებელია ერთი სუფრის კოვზი წყალი, ანუ თუ დღეში წვავთ 2 ათასს კალორიას, ამ შემთხვევაში ორგანიზმმა უნდა მიიღოს რვა ჩაის ჭიქა წყალი.

რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს ორსულმა? ამ პერიოდში ხომ ორგანიზმი უამრავ ცვლილებას განიცდის

ორსულის შემთხვევაში ქალის ორგანიზმი მაქსიმალურად ცდილობს მოიმარაგოს სითხე. ნაყოფის მუდმივი ზრდა პარალელურად ზრდის ნაყოფის გარშემო სითხის რაოდენობას. წყლის მიღების მოთხოვნილებას ზრდის ორსულობის პერიოდში ნივთიერებათა ცვლის საგრძნობი გააქტიურება, ქალის თირკმლებზე და გულზე დატვირთვის ზრდა

თუ კონკრეტულ ციფრებზე გადავალთ, ეს ციფრები უფრო საორიენტაციო ხასიათისაა, ვინაიდან ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და შესაბამისად საჭირო რაოდენობის წყლის ოდენობაც სხვადასხვაა.

ორსულისთვის სითხის აუცილებელი რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ორსულობის ვადასთან, პირველ და მეორე ტრიმესტრში ორსულმა დღეში უნდა მიიღოს დაახლოებით 2,5 ლიტრი სითხე დღეში. მესამე ტრიმესტრში - 1,5 ლიტრი.საზღვარს შეადგენს ორსულობის მე-20 კვირა, ამ პერიოდიდან აუცილებელია სითხის მიღების შემცირება.

ორსულმა არამარტო წყალი უნდა მიიღოს, ეს განსაკუთრებით აქტუალურია ორსულობის ბოლო ეტაპზე, ვინაიდან რაც უფრო მეტია სასარგებლო ნივთიერება, მით უფრო სასარგებლოა ნაყოფისთვის და მით უფრო ჯანმრთელი დაიბადება ბავშვი. ორსულმა უნდა მიიღოს წვენები, კომპოტები, კისელი, ბოსტნეული და ხილი, არ უნდა დაივიწყოს ჩვეულებრივი წყალიც. ორსულმა კატეგორიულად უნდა შეზღუდოს კოფეინის შემცველი სითხეების მიღება - ყავის და ჩაის

იმისათვის, რომ განსაზღვროთ რამდენად საჭირო რაოდენობის სითხე მიიღეთ - შეამოწმეთ შარდი. გამჭირვალე შარდი ღია-ყვითელი შეფერილობით მიუთითებს სითხის საკმაო რაოდენობას. თუ შარდი მუქია - ეს მიუთითებს, რომ ორსულს არ მიუღია საჭირო რაოდენობის ​სითხე.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი