იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

ახალშობილის კანის მოვლა

Read Now
 
კანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ორგანოა, რომელიც ასრულებს დამცავ, გამომყოფ, რეცეპტორულ, იმუნურ, თერმორეგულაციურ ფუნქციებს. ყოველივედან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ბავშვის კანის მოვლა. ბავშვის კანის საბოლოო ჩამოყალიბება ხდება 12 წლის ასაკისათვის, მანამდე კი განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში კანი იოლად ზიანდება და ღიზიანდება, რასაც განაპირობებს ბავშვის კანის შემდეგი თავისებურებები:
​
  • თხელი და იოლად დაზიანებადი კანის რქოვანა შრე. ეპიდერმისი  პატარებში 2-3 ჯერ უფრო თხელია მოზრდილის კანთან შედარებით;
  • ცხიმისა და საოფლე ჯირკვლების ფუნქცია ჯერ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, რის გამოც განსხვავებულია კანის Ph, არ გააჩნია დამცავი ფენა, ძნელად ებრძვის პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ვერ ახდენს ოფლის გამოყოფისა და ტემპერატურის რეგულირებას, ამიტომაც იოლად ხდება როგორც გადახურება, ისე გადაცივება;
  • არამყარი კავშირი დერმასა და ეპიდერმისს შორის, რაც კანის არასათანადო სისხლმომარაგებას განაპირობებს;
  • ბავშვის კანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს გაზთა ცვლაში. კანისმიერი სუნთქვა  ახალშობილებში რვაჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე მოზრდილებში, რის გამოც ცხადია, რომ კანის დაბინძურება და მისი არასათანდო მოვლა გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე

სისუფთავე

ბავშვის კანის მოვლისას პირველ რიგში აუცილებელია მუდმივად მისი მშრალ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნა, რისთვისაც საჭიროა იცოდეთ ბავშვის დაბანის წესები:
ყოველდღე პირველი ან მეორე კვების წინ ბავშვს  საჭიროა ჩაუტაროთ დილის ტუალეტი: ხელ-პირის დაბანა, ყურების, თვალების, ცხვირის გაწმენდა, კანის ნაკეცების მოვლა, ჭიპლარის დამუშავება. თუმცა ყოველდღიური პროცედურების გრაფიკი შეგიძლიათ შეცვალოთ, ისე როგორც თქვენთვის და ბავშვისთვის იქნება მოხერხებული, მთავარია დაიცვათ ძირითადი წესები. როგორც წესი ბავშვს დილის პროცედურები უტარდება გამოსაცვლელ მაგიდაზე. ყველა საჭირო ნივთები უნდა გვქონდეს წინასწარ მომზადებული (სიტუაციის მიხედვით, აუცილებელი არაა ყველა ერთდროულად):

1. ადუღებული წყალი
2. სტერილური ბამბა (წინასწარ მომზადებული ბურთულები, ქილაში)
3. საბავშვო კოსმეტიკური ზეთი, წყალბადის ზეჟანგის 3% ხსნარი
4. ბრილიანტის მწვანეს სპირტიანი ხსნარი 1%
5. ბავშვის სველი საწმენდები
6. საბავშვო კრემი (პამპერსის ქვეშ წასასმელი, დამცავი კრემი)
7. მშრალი ქსოვილის ხელსახოცი.

ბავშვს ვაწვენთ გამოსაცვლელ მაგიდაზე, რომელზეც დაფენილია სუფთა საფენი. თუ ოთახში თბილა (22-24 C) ბავშვს შეგვიძლია მთლიანად გავხადოთ, რადგანაც ჰაერის აბაზანები ბავშვს გააკაჟებს, ჭიპლარიც მოშრება და უფრო ადვილად და სწრაფად შეხორცდება, თავიდან ავიცილებთ ნასიცხებს და გამოყელვას. ხოლო თუ ოთახში გრილა, ბავშვს თანდათან, საჭიროების მიხედვით უნდა გავხადოთ.

საფენის გამოცვლა

ბავშვის კანის მოვლისათვის მნიშვნელოვანია საფენის სწორად შერჩევა, თუმცა გახსოვდეთ, რომ  საუკეთესო  ხარისხის საფენის შერჩევის შემთხვევაშიც კი აუცილებელია მისი სწორად გამოყენება, იმისათვის, რომ დავიცვათ პატარას კანი და თავიდან ავიცილოთ ისეთი უსიამოვნებები, როგორიცაა მაგალითად საფენისმიერი დერმატიტი.
ერთი საფენის ხმარების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, ღამის პერიოდში კი ეს დრო შეიძლება გაგრძელდეს 10 საათამდე. საფენის გამოცვლისას, სანამ პატარას ახალ საფენს გავუკეთებთ საჭიროა მცირე ხნით, 10-15 წუთით მაინც ჰაერის აბაზანების მიღება.
ყოველი ნაწლავთა მოქმედების შემდეგ საჭიროა ჩვილის ჩაბანა, თუმცა თუ ამის საშუალება არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი სალფეთქები. იმ შემთხვევაში,  თუ პატარა მიდრეკილია კანის გამოშრობისაკენ, უპირატესობა მიანიჭეთ  სპეციალური კრემის შემცველ სალფეთქებს.

ბავშვის კანის კვება და დატენიანება

ცხიმის ჯირკვლების სუსტი ფუნქციონირების გამო პატარას კანი მოზრდილების კანთან შედარებით მშრალია, რის გამოც საჭიროებს დამატებით კვებასა და დატენიანებას. მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებები სწრაფად იწოვება, არ ტოვებს ცხიმოვან შრეს, უნარჩუნებს კანს ბუნებრივ ტენიანობასა და არბილებს მას. ასეთი კრემები შეგიძლიათ გამოიყენოთ დღის განმავლობაში, წყლის პროცედურების შემდეგ და წლის ცხელი სეზონის დროს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება ბავშვის კანი მიდრეკილია სიმშრალისაკენ, ალერგიული რეაქციების განვითარებისაკენ, აღინიშნება ატოპიური დერმატიტის ნიშნები.

ბავშვის ტანსაცმელი და თეთრეული

რადგანაც ჩვილის კანი იოლად რეაგირებს ნებისმიერ გამღიზიანებლზე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საბავშვო ტანსაცმელი და ჭურჭელი. გამოიყენეთ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, რომელთაც მხოლოდ  სპეციალური ბავშვებისათვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებით გარეცხავთ, რათა არ მოახდინოთ ალერგიული რეაქციის პროვოცირება.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი