იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

ორსული და საჭე

Read Now
 
უნდა დაჯდეს თუ არა ფეხმძიმე ქალი საჭესთან?

​კითხვა მარტივია, მაგრამ პასუხი საკმაოდ რთული მოსაძებნია. იმისათვის, რომ აღნიშნულ კითხვას სწორად გავცეთ პასუხი, უნდა გავითვალისწინოთ მთელი რიგი გარემოებები. რა თქმა უნდა, საკუთარი ავტომობილი ფუფუნების საგანია, რადგან აღარ გვიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. 

საჭესთან მჯდომმა ორსულმა ქალმა არა მარტო საგზაო წესები, არამედ სხვა წესებიც უნდა დაიცვას, რომლებიც მას ავტომობილის უსაფრთხოდ მართვაში დაეხმარება. 

არსებობს რამდენიმე წესი: აუცილებელია, რომ საჭესა და მუცელს შორის იყოს ხუთ სანტიმეტრზე დიდი მანძილი. ამისათვის საჭიროა, სავარძლის ოდნავ უკან გაწევა. შესაძლოა, სავარძლის ზურგის დახრილობის კუთხის შეცვლაც. თუმცა, უფრო საიმედო მისი ვერტიკალურად დაფიქსირებაა. 

ორსულმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვას უარი უსაფრთხოების ღვედზე, რადგან იგი, ავტოკატასტროფის შემთხვევაში, ქალს დაეხმარება მუცელი მოარიდოს საჭეს. უსაფრთხოების ღვედის დამაგრებისას, ქალმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქამრის ქვედა ნაწილი, მისი მუცლის ქვეშ, დიაგონალური ნაწილი კი მკერდის შუაში დაფიქსირდეს. ცნობისათვის, არსებობს სპეციალური უსაფრთხოების ღვედები, სპეციალურად ორსულთათვის. ასეთ ღვედს, ტრადიციულისგან განსხვავებით, ოთხი დამაფიქსირებელი წერტილი აქვს და იგი უფრო პრაქტიკული და კომფორტულია. 

თუ შორ მანძილზე სიარულს აპირებს ორსული, მან მოგზაურობა ისე უნდა დაგეგმოს, რომ ყოველ ორ საათში რამდენიმე წუთით შესვენება მოახერხოს. ეს ქალს დაეხმარება ცოტა ხნით დაისვენოს და კონცენტრირება მოახდინოს. 

როდის უნდა თქვათ უარი ავტომობილის მართვაზე, ორსულობისას?

არსებობს რიგი გარემოებებისა, როდესაც უკეთესია, თუ ფეხმძიმე ქალი უარს იტყვის ავტომობილის მართვაზე. არ ღირს საჭესთან დაჯდომა:

- ცუდი წინათგრძნობის, თავბრუსხვევის, ძლიერი ტოქსიკოზის, დაბალი წნევის შემთხვევაში. 

- ორსულობის უკანასკნელ თვეში, როდესაც საკმაოდ დიდი მუცელი  სავარძელში მოსახერხებლად ჩაჯდომის საშუალებას არ იძლევა. 

- დეპრესიის ან ნერვული აშლილობის შემთხვევაში. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ავტომობილის მართვაზე და შედეგი, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს. 

- მშობიარობის დაწყების მანიშნებელი ნიშნების გამოვლინების შემთხვევაში. 

ამასთანავე, არ ღირს ავტომობილის საჭესთან დაჯდომა მაშინ, თუ გარეთ ცუდი ამინდია - მოდის ძლიერი წვიმა ან თოვლი. ასევე, აუცილებლად ენდეთ საკუთარ წინათგრძნობას და თუ არ გსურთ საჭესთან დაჯდომა, არ აიძულოთ საკუთარი თავი.

კარგი წინათგრძნობის შემთხვევაშიც კი, საჭესთან დაჯდომისას, აუცილებლად იქონიეთ ყოველგვარი დოკუმენტი, - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მართვის მოწმობა და სამედიცინო ბიულეტენებიც კი. თვითგანწყობის გაუარესების შემთხვევაში, აუცილებლად შეწყვიტეთ გადაადგილება და გადმოდით ავტომობილიდან. ითხოვეთ დახმარება!

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი