იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

მშობიარობის დაწყების ნიშნები

Read Now
 
​მშობიარობისთვის მზადებას ორსულის ორგანიზმი რამოდენიმე ხნით ადრე იწყებს. თუმცა, მშობიარობის წინა პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშნები ყოველთვის შესამჩნევი არ არის.

მშობიარობის დაწყების შესაძლო ნიშნებია:
  • სხეული შეშუპება
​თქვენი სხეული შესაძლოა შესივდეს, შეშუპდეს. ეს სისხლის გაზრდილი მოცულობით ხდება. მშობიარობისას თქვენ შესაძლოა სისხლი დაკარგოთ და ამისათვის ორგანიზმი წინასწარ ემზადება და სისხლს იმარაგებს თქვენს ქსოვილებში

  • გამონადენი მკერდიდან
შესაძლოა მკერდიდან გამოჟონოს ყვითელი ფერის სქელმა სითხემ, ეს თქვენი პატარას პირველი საკვებია, რომელიც მეტად საასრგებლო ნივთიერებებით არის გაჯერებული და მას პირველ დღეებში ესაჭიროება

  • ტკივილი წელის არეში
შესაძლოა დაგეწყოთ წელის ტკივილი, ხერხემლის ქვედა ნაწილში, რომელსაც თან ახლავს მენსტრუაციის წინა ტკივილების მსგავსი შეგრძნებები

  • საშვილოსნოს გახშირებული შეკუმშვა
შესაძლოა იგრძნოთ საშვილოსნოს გახშირებული შეკუმშვა, რომელიც ასევე უფრო ხანგრძლივი ხდება – ე.წ. მოვლითი ტკივილები

  • გასქელებული ლორწოვანი მასის გამოყოფა
ქალების ნაწილი გრძნობს საცობის ჩამოვარდნის მომენტს. ეს გასქელებული ლორწოვანი მასის, ნაცრისფერი ფერის საცობია, რომელიც თქვენი საშვილოსნოს ყელს იცავდა ამ ხნის განმავლობაში. მისი ჩამოვარდნა მიანიშნებს, რომ ყელის გახსნა დაწყებულია, თუმცა ეს რამდენიმე კვირით ადრეც შესაძლოა მოხდეს

  • სისხლნარევი გამონადენი
საშვილოსნოს ყელის გახსნის კიდევ ერთი ნიშანი არის სისხლნარევი გამონადენი, რომელიც შესაძლოა საცვალზე შენიშნოთ

  • სანაყოფე წყლების დაღვრა
მშობიარობის დაწყებაზე მიანიშნებს სანაყოფე წყლების დაღვრაც. სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს, თუ წყლები დაღვარეთ

  • ჭარბი გამონადენი საშოდან
შესაძლოა აღგენიშნოთ ჭარბი გამონადენი საშოდან;
​
  • მსუბუქი დიარეა
მშობიარობის დაწყებამდე შესაძლოა მსუბუქი დიარეა (კუჭის აშლილობა) დაგეწყოთ. ამ გზით ორგანიზმი ათავისუფლებს სწორ ნაზლავს და ემზადება მშობიარობისთვის.
 
  • მუცლის დაწევა
თუ პირველი ორსულობაა, მუცელი მშბიარობის დაწყებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე დაგეწევათ. მეორე და მომდევნო ორსულობისას კი ეს შუალედი გაცილებით ხანმოკლე ხდება, და შესაძლოა რამდენიმე საათიც კი იყოს. მუცლის დაწევისას იგრძნობთ, რომ სუნთქვა გაგიადვილდათ და ასევე მეტი საკვების მიღებაც შეგიძლიათ. თუმცა გიჭირთ სიარული, რადგან თქვენი პატარას თავი უკვე თქვენს მენჯებშია მოქცეული. 

ამ სიმპტომებს თან ახლავს დაძაბული ემოციური ფონი, რაც გარკვეულ წილად თქვენი შინაგანი შფოთვით არის გამოწვეული. ასევე, შესაძლოა გაგიჩნდეთ შინაგანი მოუსვენრობა, სახლის დალაგების აუხსნელი სურვილი. 

მოვლითი ტკივილები მშობიარობის დასაწყისის ყველაზე საიმედო ინდიკატორია. როდესაც ისინი რეგულარული ხდება, დაახლოებით 4 წუთიანი ინტერვალებით და 1 წუთს მაინც გრძელდება, ნიშნავს რომ პროცესი დაწყებულია და ძალიან მალე მშობიარობის პირველი ეტაპი აქტიურ ფაზაში გადავა. ამიტომაც დროა შეეხმიანოთ თქვენს ექიმს და აუხსნათ თქვენი მდგომარეობა, მისგან მიიღოთ ზუსტი ინსტრუქციები;
 ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის აღმოჩენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მშობიარობა სწრაფად დაიწყება, ამიტომ მოერიდეთ პანიკას. დაუკავშირდით თქვენ მეანს და მიიღეთ კონსულტაცია, თუ როდის მოხვიდეთ ,,იმედის კლინიკაში". ​

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი