იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

მენოპაუზა

Read Now
 
მენოპაუზა კლიმაქტერული პერიოდის ფაზაა, რომელიც იწყება  ბოლო მენსტრუაციის შემდეგ და განპირობებულია სასქესო ორაგანოების პროგრესირებადი ინვოლუციითა და სასქესო ჰორმონების სეკრეციის შემცირებით; ეს არის  გადასვლა აქტიური სქესობრივი ფუნქციიდან სიბერეში.

ქალების მესამედში მენსტრუაცია წყდება უეცრად, უფრო იშვიათად ადგილი აქვს არარეგულარულ, უხვ და ხანგრძლივ მენსტრუაციის მსგავს სისხლდენებს. ამის გამო, მენოპაუზის დადგომის დრო შესაძლებელია დადგინდეს მენსტრუაციის შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი წლის შემდეგ. მენოპაუზა საშუალოდ 50 წლის ასაკში დგება. 

მენოპაუზის ნაადრევი დადგომა (40 – 45 წლის ასაკში) აღინიშნება ისეთ ქალებში, რომლებსაც მოუწიათ მუშაობა და ცხოვრება არახელსაყრელ პირობეში, რომლებმაც გადაიტანეს ხშირი მშობიარობები და აბორტები, მასიური სისხლდენები მშობიარობის დროს და ქრონიკული ინფექციური დაავადებები.

გვიანი  მენოპაუზა (55 წლის შემდეგ) აღინიშნება საშვილოსნოს ფიბრომიომისა და ჰიპერტონული დაავადებების  დროს. გარდამავალი ასაკის ქალებში მენსტრუაციის უეცარ შეწყვეტას შესაძლოა ხელი შეუწყოს მძიმე ფსიქიკურმა ტრავმებმა და ხანგრძლივმა ემოციურმა დაძაბულობამ.

მენოპაუზის დროს  ორაგანიზმი ეგუება ასაკობრივ ცვლილებებს, შესაძლოა შეიცვალოს ნივთიერებათა ცვლა.  ამ პერიოდში რეკომენდებულია პირადი და სასქესო ორგანოების ჰიგიენის განსაკუთრებული დაცვა, შრომისა და დასვენების სწორი რეჟიმი, ვარჯიში,  რაციონალური კვება.

მენსტრუაციის შეწყვეტისას ლიბიდო არ ქრება და შესაძლოა გაძლიერდეს კიდეც, რაც არ უნდა იყოს აღქმული პათოლოგიურ მდგომარეობად.  თუკი მენოპაუზის ხანაში, სქესობრივი კონტაქტისას, გამოვლინდა ტკივილი ან სისხლიანი გამონადენი,  აუცილებლად უნდა მიმართოთ გინეკოლოგს კონსულტაციისათვის.
​

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი