იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

ორსულად ვარ - რა მოვიმოქმედო?

Read Now
 
  • ორსულობის საწყის წერტილად პირობითად უკანასკნელი მენსტრუაციის პირველ დღეს მიიჩნევენ. აქედან მოყოლებული, ორსულობა საშუალოდ 280 დღეს (40 კვირას) გრძელდება.
  • მშობიარობის სავარაუდო ვადას თქვენი ექიმი დაადგენს.
  • ნორმალური მშობიარობა 38-ედან 42-ე კვირის ჩათვლით არის მოსალოდნელი.
  • თუ მშობიარობა 37 კვირაზე ადრე დაიწყო, მას ნაადრევს უწოდებენ.
  • თუ ორსულობა 42 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, მას ვადაგადაცილებული ეწოდება.

ვიზიტი ექიმთან

იეჭვებთ თუ არა, რომ ორსულად ხართ, მაშინვე მიმართეთ ქალბატონ ლიკა ლუაშვილს, რომელიც ექოსკოპიური გამოკვლევის საფუძველზე დაადასტურებს ორსულობას და გაგიწევთ სათანადო რჩევა-დარიგებას. 
ყოველივეს შემდეგ, გამოიწერება ფორმა100, რომლის საშუალებითაცა აიღებთ ორსულთა ვაუჩერს და ისარგებლებთ 4 უფასო ვიზიტით

ორსულის რაციონი

მომავალმა დედამ ისეთი სურსათი უნდა მიირთვას, რომ საკვები ნივთიერებები და ვიტამინები მასაც ეყოს და ბავშვსაც.

კვების რეჟიმი ისე უნდა შეირჩეს, რომ:
არ გადაიტვირთოთ საკვებით - ეს დისკომფორტს შეგიქმნით.
უზრუნველყოთ ნაწლავების ნორმალური მოქმედება.

კვება საჭიროა მცირე ულუფებით, დღეში 4-5-ჯერ, განსაზღვრულ საათებში. ამასთანავე, ჭამიდან ჭამამდე აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ 4-5-საათიანი ინტერვალი.
ერიდეთ ბევრი საკვების ერთბაშად და გვიან საღამოს ან ღამით მიღებას.

ორსულისთვის სასარგებლოა:

  • მარცვლეული: ხორბალი, წიწიბურა, ქერი, შვრია, სიმინდი, ჭვავი;
  • ყოველგვარი ხილი და ბოსტნეული;
  • პარკოსნები: სოია, ლობიო, ბარდა;
  • ხორცი, თევზი, კვერცხი;
  • უცხიმო და ცხიმით ღარიბი რძის პროდუქტები: რძე, მაწონი (იოგურტი, კეფირი), უმარილო ყველი, ხაჭო.

ერიდეთ:

  • კოფეინიან სასმელს: ყავას, მაგარ ჩაის, პეპსი-კოლასა და კოკა-კოლას. თუ ძალიან მოგინდათ, შეგიძლიათ დალიოთ, მაგრამ დღის განმავლობაში არა უმეტეს 2 ჭიქისა.
  • ალკოჰოლს - ნაყოფისთვის 1 ჭიქა სპირტიანი სასმელიც კი ბევრია. ალკოჰოლი შეუფერხებლად გადის პლაცენტურ ბარიერს და შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვს.
  • თამბაქოს წევას და მწეველებთან ერთად ოთახში ყოფნას.
  • ჭარბ შაქარს და ტკბილეულს: კანფეტებს, ნამცხვრებს.
  • მარილიან საკვებს: მარინადებს, მწნილებს, საწებლებს.
  • ცხოველურ ცხიმს და ცხიმიან პროდუქტს: კარაქს, არაჟანს, ხორცის ნახარშს.
  • კონსერვირებულ პროდუქტს. კონსერვი საშიში ინფექციის - ბოტულიზმის წყაროა.
  • არაპასტერიზებულ, აუდუღარ რძეს და შეუმოწმებელი რძის პროდუქტებს.
  • ნახევრად შემწვარ და მოხარშულ ხორცსა და თევზს.
  • თოხლო და უმ კვერცხს.
  • გულ-ღვიძლისგან მომზადებულ კერძებს.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი