იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

26/9/2024

მშობიარობის შემდგომი ნორმალური პერიოდი

Read Now
 
​მშობიარობის შემდგომი ნორმალური პერიოდი გრძელდება 6-8 კვირის განმავლობაში. ადგილობრივი ცვლილებები გამოიხატება საშვილოსნოს მხრივ (ინვოლუცია).

საშვილოსნოს ინვოლუციის მაჩვენებლებია მისი ფსკერის მდებარეობა: პირველი დღეების ბოლოს – ჭიპის დონეზე, მე-5 დღეზე – ჭიპსა და უბეს შორის, მე-10 დღის ბოლოს – უბის ქვევით.

საშვილოსნოს შიგნითა პირი იხურება მე-10 დღის ბოლოს, გარეთა – მე-3 კვირაზე. უშუალოდ მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი წარმოადგენს უხვი სეკრეტიან ჭრილობით ზედაპირს (სისხლით).

ამ ზედაპირის ეპითელიზაცია მიმდინარეობს თანდათანობით: მე-10 დღეზე ეპითელიზდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი, გარდა პლაცენტარული ფართისა, ხოლო მე-3 კვირის ბოლოს ხდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის მთლიანი ეპითელიზაცია.

შესაბამისად, იცვლება მშობიარობის შემდგომი გამონადენის ხასიათიც. მშობიარობის შემდეგ პირველი 5 დღის განმავლობაში ლოქიები ჩვეულებრივ სისხლიანია; მე-6-დან 10 დღემდე – უხვი მოყავისფეროა;

მე-11-დან მე-15 დღემდე ზომიერად მოყვითალოა; მე-16-დან მე-20 დღემდე – მცირე რადენობისა და მოთეთროა. მესამე კვირიდან ლოქიები ღებულობენ ლორწოვან ხასიათს ლაქტოგენური ჰორმონის გავლენით; მშობიარობიდან მე-3-4 დღეზე იწყება რძის გამომუშავება (ხსენი, გარდამავალი რძე, მწიფე რძე).

მშობიარობის შემდეგ მშობიარე საკმაოდ დაღლილია და საჭიროებს დასვენებას. ტემპერატურა ნორმალურია, შეიძლება აღინიშნოს მისი ერთჯერადი მომატება მე-3-4 დღეზე, რაც უკავშირდება მიკრობების შეღწევას საშვილოსნოში, ან სარძევე ჯირკვლების გამაგრებას.

პულსი ხშირად ნორმალურია, იშვიათად აღინიშნება ბრადიკარდია, არტერიული წნევა მცირედ დაქვეითებულია. საჭიროა მშობიარეზე ყოველდღიური დაკვირვება. იზომება პულსი, არტერიული წნევა; სინჯავენ სარძევე ჯირკვლებს, ყურადღება ექცევა საშვილოსნოს ინვოლუციას, ლოქიების ხასიათს, ასევე დეფეკაციასა და მოშარდვას. შეკრულობისას მშობიარობიდან მე-3 დღეზე კეთდება გამწმენდი ოყნა ან ინიშნება საფაღარათოები.

​საჭიროა სრულფასოვანი კვება, ვიტამინების საკმარისი რაოდენობით. მუშავდება სარძევე ჯირკვლები, შხაპის ქვეშ დაბანა შეიძლება მე-10 დღეზე, აბაზანა – მე-3 კვირის ბოლოს. სქესობრივი ცხოვრება დასაშვებია არა უადრეს 6 კვირისა მშობიარობიდან.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
იმედის კლინიკა

Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი