იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

30/5/2025

მცდარი მოსაზრებები ორსულობისა და მშობიარობის შესახებ

Read Now
 
წარმოგიდგენთ ორსულობის პერიოდისა და მშობიარობის შესახებ გავრცელებულ მცდარ მოსაზრებებს და შესაბამის განმარტებებს;

მცდარი მოსაზრება: ორსულობას მომზადება არ სჭირდება.

ორსულობა მნიშვნელოვანი დატვირთვაა ქალის ორგანიზმისთვის. სავარაუდო ჩასახვამდე მინიმუმ 6 თვით ადრე სასურველია ქალმა შეწყვიტოს მეტისმეტად გადაჭარბებული ფიზიკური და გონებრივი აქტიურობა, დაივიწყოს მავნე ჩვევები, ხშირად იყოს სუფთა ჰაერზე, დაკავდეს ადეკვატური ფიზიკური აქტივობით, გამოიყენოს ვიტამინებით მდიდარი მეტი სასარგებლო პროდუქტი და სპეციალისტთან გადაამოწმოს ჯანმრთელობის მდგომარეობა (გაიაროს კონსულტაციები თერაპევტთან, მეან-გინეკოლოგთან, გენეტიკოსთან და სტომატოლოგთან).

მცდარი მოსაზრება: მაღალი წნევის შემთხვევაში (თირკმელების პრობლემები, შაქრიანი დიაბეტი, ხერხემალზე ჩატარებული ოპერაციები) ქალი ვერ შეძლებს ორსულობის შენარჩუნებას და მშობიარობას.

სერიოზული დაავადებების არსებობა, რა თქმა უნდა, წარმოადგენს მიზეზს იმისა, რომ ქალმა ზედმიწევნით სწორად დაგეგმოს ორსულობა და რეგულარულად იყოს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. თუმცა კარგი სპეციალისტის მიერ სწორად შერჩეული თერაპია საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ან გადავავადოთ ის გართულებები, რომლებიც ამა თუ იმ დაავადებას ახლავს თან.

მცდარი მოსაზრება: დედის ულტრაბგერითი გამოკვლევა საშიშია ნაყოფისთვის, ხოლო ორსულობის პერიოდში ჩატარებული გენეტიკური კვლევა ზრდის ორსულობის დროზე ადრე შეწყვეტის რისკს.

პრენატალური დიაგნოსტიკა ესაა უსაფრთხო ორსულობის და ჯანმრთელი ბავშვის დაბადების განუყოფელი ნაწილი. გამოკვლევების კომპლექსი საშუალებას იძლევა დადგინდეს და შეძლებისდაგვარად დაბადებამდე მოგვარდეს ნაყოფის განვითარების პათოლოგიები. არსებობს არაინვაზიური და ინვაზიური პრენატალური დიაგნოსტიკა.
არაინვაზიური პრენატალური დიაგნოსტიკა მოიცავს სისხლის ყველა სახის ლაბორატორიულ კვლევას, ულტრაბგერით და კარდიოლოგიურ სკრინინგებს, რომელთა ჩატარება ხორციელდება ყველა ტრიმესტრში. აგრეთვე ბოლო თაობის არაინვაზიური გენეტიკური ტესტები, რომელთა საშუალებით დედის სისხლით დგინდება ქრომოსომული პათოლოგიები და გენეტიკური სინდრომები.
ორსულობის პერიოდში ჩატარებული ულტრაბგერითი და არაინვაზიური გენეტიკური გამოკვლევები უსაფრთხოა დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის. რაც მთავარია ისინი იძლევიან მტკიცე რწმენას იმისა, რომ თქვენი პატარა კარგად იზრდება, ვითარდება და სულ მალე მოევლინება სამყაროს.

მცდარი მოსაზრება: ორსულობისას ქალი იმატებს წონაში და კარგავს მიმზიდველობას.

არ არსებობს აუცილებლობა იმისა, რომ ორსულმა ორი ადამიანის მაგივრად ჭამოს, სვას ცხიმიანი რძე ლაქტაციისთვის – ეს ზიანის მომტანიც კია. ხშირად ქალბატონებს ეშინიათ სილამაზის სალონში სიარული, ვარცხნილობისა და მანიკურის გაკეთება.
მეან-გინეკოლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობისა და ორსულობის სერიოზული გართულებების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებალია კვების რაციონისა და ფიზიკური დატვირთვის პროგრამის შედგენა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ნაყოფის ნორმალურ ზრდა-განვითარებას, ასევე დედის ჯანმრთელობას და სილამაზეს.

მცდარი მოსაზრება: ბუნებრივი მშობიარობა შეიძლება მხოლოდ ახალგაზრდა ქალებისთვის.

ქალის ასაკი არ არის საკეისრო კვეთის ჩვენება. თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობდა, თუ ნაყოფს არ აღენიშნება ჟანგბადის უკმარისობის ნიშნები და თუ არ არსებობს ოპერაციის მკაცრი ჩვენება- ქალს შეუძლია იმშობიაროს ფიზიოლოგიურად.

მცდარი მოსაზრება: მშობიარობებს შორის დიდი ინტერვალის არსებობის შემთხვევაში ექიმები ქალს დამოუკიდებლად მშობიარობის უფლებას არ მისცემენ.

დღეს ბევრ ქალს სურს ქონდეს დიდი ოჯახი, ან გეგმავს შვილის გაჩენას მომდევნო ქორწინებაში. ამ საკითხში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა ინტერვალს, არამედ ორსულობის მიმდინარეობის თავისებურებებს და წინა ორსულობების ისტორიას.

მცდარი მოსაზრება: პირველი შვილის საკეისროთი გაჩენის შემთხვევაში 2 ბავშვზე მეტს ვერ იყოლიებს.

დახვეწილი ქირურგიული ტექნიკა, თანამედროვე აღჭურვილობის არსებობა ეხმარება ქალს საკეიროთი გააჩინოს რამდენიმე შვილი. საჭიროა მეან-გინეკოლოგმა განიხილოს წინა ოპერაციების მიმდინარეობის თავისებურებები, ნაწიბურის მდგომარეობა, რათა სწორად დაიგეგმოს საუკეთესო დრო მომდევნო შვილის გაჩენისთვის. ნაკლების ნახვა

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი