იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

მშობიარობა და ბუასილი

Read Now
 
​როდესაც იწყება მშობიარობა ნაყოფის თავი ძლიერ აწვება მცირე მენჯის სისხლძარღვებს. შედეგად ვითარდება ისეთი მოვლენები, როგორიც არის ვენური სისხლის შეგუბება, ქსოვილებში აღინიშნება ჟანგბადის უკმარისობა, მატულობს  ჰიპოქსია.

თუ მშობიარობის ხანგრძლივობა მოკლეა და მარტივად ჩაივლის, ეს მოვლენები შესაძლოა არ განვითარდეს. ხანგრძლივი მშობიარობის შემთხვევაში ჰემოროიდული კვანძები შუპდება და მატულობს ზომაში.

ნებისმიერი მეანისთვის ცნობილია, რომ მშობიარობისას, უშუალოდ ჭინთვისას, სფინქტერი იმდენად ფართოვდება, რომ გარეგანი და შინაგანი ჰემოროიდული კვანძები თვალნათლივ ლურჯდება და დიდდება, მატულობს მათი სიმკვრივე. შემდგომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მარტივად ჩაივლის მშობიარობა.

ჭინთვის დასრულებისას ჰემოროიდული კვანძები მცირდებიან ზომაში, ხოლო ჭინთვის განახლების შემდეგ ისევ იზრდება და ლურჯდება. ნაყოფის გარეთ გამოსვლისას, შესაძლოა ჰემოროიდული კვანძების კედლები გასკდეს.

განსაკუთრებით უსიამოვნოა, თუ მშობიარობის შემდეგ სფინქტერი სწრაფად შეიკუმშა. ნელი შეკუმშვისას, კვანძები თანდათანობით პატარავდება და დამოუკიდებლად შესწორდებიან.
სფინქტერის სწრაფი შეკუმშვისას  კვანძები იჭყლიტება – ეს კი მწვავე ბუასილია. ასეთი შემთხვევები იშვიათია.

ჩვეულებრივ, მშობიარობის შემდეგ, სფინქტერი იკუმშება 15 წუთი, ზოგჯერ კი 30 წუთის განმავლობაში. ეს დრო არ არის საკმარის იმისთვის, რომ ექიმებმა მოასწრონ და მშობიარობის დროს გამოვარდნილი ჰემოროიდული კვანძების ჩასწორება.

როგორც წესი, ეს პროცესი ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს. გამონაკლისია, თუ ორსულობისას პაციენტს ჰქონდა ანთება; ამ შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ტამპონების გამოყენება და ოყნები.

ყაბზობის   საწინააღმდეგოდ ინიშნება სპეციალური დიეტა. ხშირ შემთხვევაში პრობლემები მცირდება  ერთ კვირაში, ზოგჯერ კი საჭიროა შემდგომი მკურნალობაც.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი