იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

მშობიარობის სამი პერიოდი

Read Now
 
​თითოეულ ორსულს მშობიარობა სხვადასხვაგვარად ეწყება:

ერთი „კლასიკურად“ მშობიარობს, ანუ შეტევები ვითარდება თანდათანობით, ინტერვალები შეტევებს შორის მწყობრად კლებულობს და ჩნდება გაჭინთვის სურვილი.

მეორე მშობიარობს „ექსტრემალურად“, ანუ შეტევები თავიდანვე აქტიური და ინტენსიურია, ხოლო მათ შორის ინტერვალები ძალიან მოკლე.

მესამე „გაჭიანურებულად“ მშობიარობს, ანუ შეტევებს შორის ინტევალები დიდია, საშვილოსნოს ყელის გახსნა იგვიანებს და მშობიარობაც დროში იწელება.

მაგრამ მიუხედავად ამ სხვაობებისა, არსებობს ზოგიერთი მომენტები, რომელიც საერთოა ყველა ქალისთვის.
კერძოდ, მშობიარობის მიმდინარეობისას გამოყოფენ სამ პერიოდს:

პირველი პერიოდი -

საშვილოსნოს ყელის გახსნა. (მათთვის, ვინც პირველად მშობიარობს, ეს პერიოდი გრძელდება დაახლოებით - 13-18 საათი, ხოლო განმეორებითი მშობიარობის შემთხვევაში, დაახლოებით - 6-8 საათი).

მეორე პერიოდი -

ნაყოფის გამოდევნა, ანუ ბავშვის დაბადება. (მათთვის, ვინც პირველად მშობიარობს, ეს პერიოდი გრძელდება დაახლოებით - 1-2 საათი, ხოლო განმეორებითი მშობიარობის შემთხვევაში, დაახლოებით 5 წუთიდან 1 საათამდე).

მესამე პერიოდი -

მშობიარობის შემდგომი პერიოდი. (ეს პერიოდი ორივე, პირველი და განმეორებითი მშობიარობის შემთხვევაში ერთია და შეადგენს მიახლოებით 20-60 წუთს).

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი