იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

ვადაგადაცილებული მშობიარობა

Read Now
 
ყველა დედა მოუთმენლად ელის საკუთარი პირმშოს ამ ქვეყანაზე მოვლინებას და ითვლის დღეებს, თუ როდის დადგება მშობიარობის პროცესი, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ქალი არ მშობიარობს ექიმის მიერ დადგენილ ვადებში.

გადაცილებულ ფეხმძიმობად თვლება ისეთი ფეხმძიმობა, როცა ბოლო მენსტრუაციული ციკლიდან გავიდა 42 კვირა ან 294 დღე.

საშვილოსნოში ნაყოფის ზრდა და განვითარება დამოკიდებულია ორ მნიშვნელოვან ფუნქციაზე, რომელსაც ასრულებს პლაცენტა:

  • ნაყოფის საკვები ნივთიერებებით მომარაგება
  • ნაყოფის ჟანგბადით მომარაგება

ორსულობა ვადაგადაცილებულია მაშინ, როცა პლაცენტა ამოწურავს თავის ვადას, სწრაფად ბერდება და ცუდად ამარაგებს ნაყოფს სიცოცხლისთვის საჭირო აუცილებელი ნივთიერებებით.

ამ მიზეზის გამო ჩნდება ნაყოფის ჰიპოქსიის რისკი და ბავშვი შესაძლოა დაიღუპოს კიდეც მშობიარობის პროცესში, ან მის შემდეგ.

ვადაგადაცილებული ბავშვის კანი დაბადების შემდეგ მშრალი, აქერცლილი და დაჭიმულია, ფრჩხილები დაგრძელებული, არ აღინიშნება თმები.

ასეთ ბავშვებს დაბადებისას ან საერთოდ არა აქვთ დამცავი საცხი, ან აქვთ ძალიან მცირე რაოდენობით.

ამგვარ შემთხვევებში, ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის ზუსტი ვადის ცოდნა, რადგან ეს პირდაპირაა დაკავშირებული პლაცენტის მიერ ნაყოფის მკვებავი ნივთიერებებითა და ჟანგბადით მომარაგებასთან.

ექიმების უმრავლესობა თანხმდება, რომ მშობიარობის ხელოვნურად გამოწვევა აუცილებელია, თუ საშვილოსნოს ყელი გახსნილი და დაჭიმულია, ბავშვს კი თავი დაბლა აქვს მიმართული.

გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი სპეციალისტმა უნდა გააკონტროლოს, სწორედ მისი შესაფასებელია ნაყოფისა და პლაცენტის მდგომარეობა და მანვე უნდა გადაწყვიტოს:

  • ხელოვნურად გამოიწვიოს მშობიარობა
  • ჩაატაროს საკეისრო კვეთა
  • თუ გააგრძელოს ნაყოფზე დაკვირვება

ამიტომ, რა თქმა უნდა, ექიმის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობიარობის წარმატებით დაგვირგვინებისთვის.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი