იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

საკეისრო კვეთის შემდეგ

Read Now
 
​​სახლში გაწერამდე ახალგაზრდა დედამ აუცილებლად უნდა მიიღოს რეკომენდაციები ექიმისაგან, თუ როგორ მოუაროს ნაკერს სახლის პირობებში, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე. 

საკეისრო კვეთის  შემდგომი პერიოდის შესაძლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად, დაგეხმარებათ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:
​
♦ არ აწიოთ სიმძიმეები (სიმძიმეებში იგულისხმება ახალშობილზე მეტი წონის ნივთი);
♦ მოერიდეთ დიდ ფიზიკურ დატირთვას;
♦ არ დაწვეთ დიდხანს, იარეთ რაც შეიძლება მეტი და ხშირად;
♦ სთხოვეთ ექიმს დაწვრილებით აგიხსნათ, როგორ დაიმუშაოთ ნაჭრილობევი სახლის პირობებში;
♦ რაც შეეხება ვადებს – რამდენ ხანს მოგიწევთ ჭრილობის დამუშავება –  ეს დამოკიდებულია გამონადენის ხასიათზე და ნაწიბურის შეხორცების სხვა თავისებურებებზე, თუ ყველაფერი რიგზეა, გამოწერიდან 1 კვირა საკმარისია. სხვა შემთხვევებში ვადას ექიმი განსაზღვრავს;
♦ მუცლის ფიქსაციისათვის რეკომენდებულია მშობიარობის შემდგომი ბანდაჟის ტარება; 
♦ მოერიდეთ მექანიკურ დაზიანებებს – ნაჭრილობევზე ზედმეტ დაწოლას და გაღიზიანებას;
♦ ბევრს აწუხებს საკითხი – შეიძლება თუ არა შხაპის მიღებ. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სახლში თავისუფლად შეგიძლიათ მიიღოთ შხაპი, მხოლოდ არ იხმაროთ ხრალი ნაჭრილობევზე;
♦ არ დაგავიწყდეთ – ქსოვილების სწრაფი აღდგენისა და ნაჭრილობევის შესახორცებლად, ასევე აუცილებელია სწორი, ჯანსაღი კვება;
♦ პირველი თვის ბოლოს, როცა ჭრილობა შეხორცდება და ნაწიბური ჩამოყალიბდება, უკვე შეიძლება, ცხადია,  – ექიმის ნებართვით, ნაჭრილობევზე სპეციალური მაზის, გელის, ან პლასტირის ხმარება. 
♦ დღეში რამდენჯერმე, არანაკლებ 2 – 3-ჯერ გაიშიშვლეთ მუცელი – ჰაერის აბაზანები ძალიან სასარგებლოა;
♦ არ დაგავიწყდეთ ექიმთან კონსულტაციები – სწორედ ექიმი გირჩევთ, როგორ აიცილოთ თავიდან გართულება, რა უნდა გააკეთოთ და რა – არა და გჭირდებათ თუ არა რაიმე სხვა დამატებითი გამოკვლევის ჩატარება.

საკეისრო კვეთის ჩატარებისას ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ნაკერი აკურატულად გაკეთდეს და დაახლოებით 8 – 10 თვეში ის საერთოდ შეუმჩნეველი გახდეს. თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის შემდეგ, საკეისრო კვეთის შემდეგად რჩება ნაწიბური, რომელიც ზოგჯერ მეტად შესამჩნევია, ზოგ შემთხვევაში – ნაკლებად.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი