იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

თეთრად შლა

Read Now
 
თეთრად შლა საშოდან ჭარბი ან უჩვეულო - რძისფერი, მოყვითალო-მომწვანო, უსიამოვნო სუნის მქონე - გამონადენია. თან სდევს ქავილი და მუდმივი სისველის შეგრძნება. თეთრად შლა უმეტესად შინაგანი სასქესო ორგანოების დაავადების (ანთების, სიმსივნის) დროს ვითარდება. შედარებით იშვიათად გამოწვეულია შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, სისხლის დაავადებით.

გამონადენს თუ თან სდევს ქავილი და წვა გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს, შესაძლოა ანთების ნიშანი იყოს.

მიზეზის დადგენამდე მკურნალობის ჩატარება დაუშვებელია, უსიამოვნო შეგრძნებებისგან თავის დასაღწევად რეკომენდებულია მხოლოდ ჰიგიენური ჩაბანა.

როდესაც გამონადენი ჩვეულებრივზე სქელია და თან სდევს გარეთა სასქესო ორგანოების კანის გაღიზიანება, - სიმკვრივეები, წყლულები, ბუშტუკები, - შესაძლოა, ანთებით დაავადებასთან გვქონდეს საქმე.

თუმცა სასქესო ორგანოების მიდამოში კანის გაღიზიანება ყოველთვის ანთებითი დაავადების ნიშანი არ არის; ის შეიძლება იყოს მგრძნობიარე კანის რეაქცია დეზოდორის, საპნის, ტალკის გამღიზიანებელი კომპონენტების მიმართ.

როდესაც გამონადენი სქელია, მაგრამ გარეთა სასქესო ორანოების მიდამო გაღიზიანებული არ არის, შესაძლოა, ეს იყოს:
  • რეაქცია ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებაზე;
  • ორსულობით გამოწვეული ჰორმონული ცვლილებები.

თუ გამონადენი მეტისმეტად სქელი და თეთრია:
  • მიზეზი, სავარაუდოდ, რძიანა ანუ სოკოვანი დაავადებაა, რომელიც ხშირად ვითარდება ანტიბიოტიკების ან ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღების შემდეგ.

თუ გამონადენი მომწვანო ფერისაა:
  • შესაძლოა ქალს დაავიწყდა ტამპონის გამოღება. თუ გამონადენი უცხო სხეულის მოცილებიდან 24 საათზე მეტხანს გაგრძელდა, აუცილებელია ექიმის ჩარევა.
  • ერთვის ტკივილი მუცლის ქვედა არეში ან წელის მიდამოში, საერთო სისუსტე - ეს შესაძლოა საშვილოსნოს მილებისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილების ანთების ნიშანი იყოს. მძიმე შემთხვევებში ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია გინეკოლოგიურ კლინიკაში.
  • შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს ტრიქომონული ვაგინიტი (კოლპიტი), რომელიც სქესობრივი გზით ვრცელდება. 

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი