იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

28/9/2024

ბაქტერიული ვაგინოზი

Read Now
 
​ბაქტერიული ვაგინოზი – საშოს ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება არასასიამოვნო სუნის გამონადენით, ლორწოვანი გარსის ანთების ნიშნების გარეშე. წარმოიქმნება ქალის საშოშო არსებული საკუთარი მიკროფლორის დაზიანების შედეგად.

ზრდასრული ჯანმრთელი ქალის საშოს მიკროფლორის 90%-ს შეადგენს ლაქტობაქტერიები (დედერლეინის  ჩხირები). მათ კვებავს გლიკოგენი – შაქარი, რომელიც ლაქტობაქტერიების მოქმედებით გარდაიქმნება რძის მჟავად.  რძის მჟავა განაპირობებს საშოს ბუნებრივ მჟავე არეს, რომელიც სხვადასხვა სახეობის გარედან შემოსული მიკრობებისთვის დამღუპველია.

დისბაქტერიოზის დროს ლაქტობაქტერიების რაოდენობა მკევთრად ქვეითდება, იცვლება საშოს მჟავიანობა და პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის იქმნება გამრავლების არე, რომელთა ცხოველმოქმედების  პროდუქტები უფრო მეტად თრგუნავენ  ლაქტობაქტერიების ზრდას.

​ბაქტერიული ვაგინოზის დასაწყისში გამონადენი მატულობს. თავიდან იგი  მოთეთრო-მონაცრისფროა, შემდეგ სქელდება და ხდება წებოვანი, ზოგჯერ  ქაფიანიც;  

გამონადენის ფერი იცვლება  მომწვანო-მოყვითალომდე. გამონადენის რაოდენობა იზრდება 10-ჯერ, მისი არშემჩნევა შეუძლებელია; მითუმეტეს,  რომ აქვს  არასასიამოვნო სუნი (ხშირად თევზის ან ლპობის). არასასიამოვნო შეგრძნებებს შეიძლება დაემატოს ქავილი და სქესობრივი აქტის დროს დისკომფორტი.

ბაქტერიული  ვაგინოზის საშიშროება იმაში გამოიხატება, რომ ის გზას უხსნის სხვა დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს. საშოში გამრავლებისას პათოგენური ბაქტერიები იწვევენ საშვილოსნოს კედლისა და ყელის ანთებას.

დისბაქტერიოზის დროს ასევე ხდება შარდსადენისა  და შარდის ბუშტის ინფიცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცისტიტისა და ურეთრიტის სიმპტომები.

უნდა აღინიშნოს, რომ ბაქტერიული  ვაგინოზი ძალიან გავრცელებულია: ანთებითი გინეკოლოგიური დაავადებების მქონე  ყოველ მეორე პაციენტთან, ექიმი სვამს საშოს დისბაქტერიოზის დიაგნოზს.

​ბაქტერიული ვაგინოზის დიაგნოზი დგინდება გამონადენის ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე. საშოს მიკროფლორის ნორმალიზება შეუძლია მხოლოდ კომპლექსურ მკურნალობას რომელიც მოიცავს:


  • საშოში არსებული ბაქტერიების გამოდევნა ან მოშორება.
  • საშოს ნორმალური მიკროფლორის აღდგენა.
  • საშოს კედლის იმუნიტეტის აღდგენა იმისთვის, რათა ,,საკუთარი კონტროლის ქვეშ“ ქონდეს ვაგინალური მიკროფლორა.

უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ მეორე ქალს,  საშოს დისბაქტერიოზის პარალელურად აღენიშნება კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზიც. ასეთ შემთხვევაში უფრო შედეგიანია ბაქტერიული ვაგინოზისა და კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზის ერთდროული მკურნალობა.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი