იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი

25/9/2024

ორსულობა და C ჰეპატიტი

Read Now
 
რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ვირუსული ჰეპატიტი სერიოზული პრობლემაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალი, რომელსაც თავი ჯანმრთელად მიაჩნდა, ორსულობის დროს იგებს, რომ C ჰეპატიტი აქვს.

ჩვეულებრივ, ორსულობის დროს ძლიერდება ღვიძლის დეტოქსიკაციური აქტივობა. ღვიძლზე სტრესული ფაქტორების ზემოქმედებას აძლიერებს ასევე ესტროგენების დონის მნიშვნელოვანი მატება. ჯანმრთელი ქალის ღვიძლი ნორმალურად მიმდინარე ორსულობისას ამ დატვირთვას უმკლავდება. იშვიათად,  ორსულობის მეორე ნახევარში შესაძლოა თავი იჩინოს ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო გადახრამ, ჰორმონულმა დისბალანსმა, კაპილართა გამტარობის დარღვევამ. ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქციისა და ცილის სინთეზის დათრგუნვამ შესაძლოა ორსულთა ტოქსიკოზი გამოიწვიოს.

დადგენილია, რომ C ჰეპატიტი არ ახდენს გავლენას ორსულობის მიმდინარეობაზე და არ ზრდის თვითნებითი აბორტისა თუ მკვდრადშობადობის რისკს, ასევე თანდაყოლილი სიმახინჯეების ალბათობას, თუ არ აღინიშნება ღვიძლის ციროზი, ვირუსული ჰეპატიტის აქტიური ფორმა ან ქოლესტაზი.

შეძლებს თუ არა ქალი ორსულობის ბოლომდე მიყვანას, დამოკიდებულია ინფექციის ფორმაზე. არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ამტკიცებდეს, რომ C ვირუსული ჰეპატიტის დროს იმატებს სამეანო გართულებების, მათ შორის - აბორტის, მკვდრადშობადობის, ნაადრევი მშობიარობის ან თანდაყოლილი მანკის ალბათობა. თუმცა ღვიძლის დაავადების მძიმე ფორმების დროს მოსალოდნელია პრეეკლამფსია და ნაადრევი მშობიარობა, რაც, თავის მხრივ, ზრდის ნაყოფის დაღუპვის რისკს. ვირუსული ჰეპატიტის აქტიური ფორმის შემთხვევაში ასევე იმატებს ბავშვის დასნებოვნების რისკი, როგორც მუცლადყოფნის და მშობიარობის პროცესში, ასევე ძუძუთი კვების დროს.

დედიდან ნაყოფზე ინფექციის გადაცემა ხდება იშვიათად, არაუმეტეს 5%-ში. უმეტეს შემთხვევაში იბადებიან ჯანმრთელი ახალშობილები. ინფიცირება ხდება უმთავრესად დაბადებისას, სამშობიარო გზების გავლისას, შედარებით იშვიათია ინფიცირება მუცლადყოფნის დროს.  მშობიარობისას ინფექციის გადაცემის ძირითად მექანიზმად ითვლება დედის სისხლის მოხვედრა ზედაპირულ ნაჭდევებსა და კონიუნქტივაზე, ასევე - ნაყოფის მიერ სანაყოფე სითხის ჩაყლაპვა, რისი თავიდან აცილებაც დღისათვის შეუძლებელია.

ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულთათვის მშობიარობის ოპტიმალური მეთოდი სადღეისოდ დაუდგენელია. ზოგიერთს მიაჩნია, რომ საკეისრო კვეთა ამცირებს ნაყოფის ინფიცირების რისკს, სხვები კი უარყოფენ ამას და ამტკიცებენ, რომ მშობიარობის ეს მეთოდი ინფექციის გადაცემის რისკს არ ამცირებს. არსებობს მოსაზრებაც, რომ საკეისრო კვეთა არამცთუ არ ამცირებს, არამედ ზრდის კიდეც ინფიცირების რისკს, რადგან ამ დროს ბავშვს უშუალო კონტაქტი აქვს დედის სისხლთან. ამასთანავე, ღვიძლის სინთეზური ფუნქციის დაქვეითების გამო შემდედებელი ფაქტორების სინთეზის დათრგუნვა შესაძლოა ძლიერი სისხლდენის მიზეზად იქცეს.

თუმცა არსებობს ცალკეული მონაცემები, რომლის მიხედვითაც საკეისრო კვეთის დროს ინფექციის გადაცემის რისკი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბუნებრივი მშობიარობისას. ეს ეხება ქალებს, რომლებსაც C ჰეპატიტის დროს ვირუსული დატვირთვა 106-107 ასლი/მლ-ზე მეტი აქვთ. მათთვის სწორედ საკეისრო კვეთაა რეკომენდებული.

არ არის საკმარისი მონაცემები დედიდან შვილზე С ჰეპატიტის ვირუსის რძით გადაცემის შესახებ. ძუძუთი კვება უკუნაჩვენებია დედის ინფიცირების შემთხვევაში, თუკი დარღვეულია სარძევე ჯირკვლების კანის მთლიანობა, არის ნახეთქები, სისხლდენები.

დაავადების ვერტიკალური გადაცემის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს დედის ვირუსულ დატვირთვას. კერძოდ:

 - ორსულობა უკუნაჩვენები არ არის, თუ დედას აქვს მხოლოდ C ვირუსის ანტისხეულები.  ამ დროს ბავშვის დასნებოვნების რისკი დაახლოებით 1,7%-ი
- ქრონიკული C ჰეპატიტის  არსებობისას შესაძლოა შეფერხდეს ნაყოფის ზრდა ან დაიბადოს დღენაკლული ახალშობილი
- თუ დედის სისხლში ცირკულირებს ვირუსის რნმ, ბავშვის ინფიცირების რისკი 5,6-6%-ს უტოლდება
- თუ ორსული იმავდროულად აივინფიცირებულიც არის, C ჰეპატიტის გადაცემის ალბათობა იმატებს (15,5%-მდე).

 აქედან გამომდინარე, ყველა ორსული უნდა იქნეს გამოკვლეულ ანტი-HCV ანტისხეულებზე. ეს უნდა მოხდეს ორჯერ - პირველ და მესამე ტრიმესტრებში, ორსულობის მე-8-10 და 30-32-ე კვირას. ეს საშუალებას მოგვცემს, უფრო ზუსტად შევაფასოთ ახალშობილისთვის ინფექციის გადაცემის რისკი. ინფიცირების საშიშროების გამო შეძლებისამებრ უნდა ვერიდოთ პერინატალური სადიაგნოზო მეთოდების გამოყენებას. მათი ჩატარება უნდა დასაბუთდეს.

 C ჰეპატიტზე გამოკვლევა აუცილებელია:

- აივ-პოზიტიური ორსულებისთვის;
- ორსულებისთვის, რომლებიც იყვნენ ან არიან ნარკოტიკების მომხმარებლები;
- რომელთა მეუღლეები (სქესობრივი პარტნიორები) იყენებდნენ ან იყენებენ ნარკოტიკის ინტრავენურ ფორმას;
- რომელთა პარტნიორები ინფიცირებულნი არიან B და C ჰეპატიტის ვირუსებით;
- რომლებიც იტარებდნენ ან იტარებენ ჰემოდიალიზს;
- რომლებსაც გაკეთებული აქვთ პირსინგი ან ტატუირება;

ჩასახვის უკუჩვენებაა ტრანსამინაზების მაღალი აქტივობა სხვა ლაბორატორიულ და კლინიკურ მაჩევნებლებთან ერთად, რომლებიც ღვიძლში მიმდინარე აქტიურ პათოლოგიურ პროცესებზე მეტყველებს. ამ ფონზე დაორსულების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება როგორც დედის, ასევე ბავშვის სიცოცხლეს. ალბათობა უფრო მეტია, როდესაც დედის სისხლში ვირუსის რნმ-ს კონცენტრაცია 106-107 ასლი/მლ-ს აღწევს.

Share

დღეს -

სიახლეები, მიმართულებები, სერვისები, საინტერესო ორსულებისთვის, რჩეული გვერდები, ვიდეო განმარტებები და დღის თემები


Comments are closed.
Details

    RSS Feed

Share on Facebook

Picture
Picture
მთავარი გვერდი
ორსულობა
მშობიარობა
პედიატრია
გინეკოლოგია
Picture
Picture
Picture
Picture
Picture
 ადაპტირებულია iOS და Android სისტემებზე
© შპს ,,იმედის კლინიკა"
© IMEDICLINIC
  • იმედის კლინიკა
  • ორსულობამდე
  • ორსულობა
  • მშობიარობა
  • გინეკოლოგია
  • პედიატრია
  • კონტაქტი