პრეტენზიების ბიურო
Picture

​,,იმედის კლინიკის" ადმინისტრაციის პრიორიტეტია პაციენტებზე ზრუნვა და მათთვის კეთილგანწყობილი, სასიამოვნო გარემოს შექმნა;


რაც ჩვენთან დანერგილი სერვისების პარალელურად ითვალისწინებს კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას მუდამ და ნებისმიერ სიტუაციაში იხელმძღვანელონ პაციენტთა უფლებების დაცვის უზანაესი ინტერესებიდან;


ჩვენ პაციენტებთან გულახდილი ურთიერთობა ჩამოვაყალიბეთ - არ გავურბივართ არგუმენტირებულ შენიშვნებს, ვითვალისწინებთ მათ და ყოველნაირად ვცდილობთ ხარვეზების გამოსწორებას;

თუ თვლით, რომ ჩვენი მხრიდან თქვენი, როგორც პაციენტის უფლება შეილახა აუცილებლად ისარგებლეთ პრეტენზიების ბიუროს გვერდით; ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას!

ბიუროს მუშაობის არსი
Picture

ბიუროს ხელმძღვანელობს ,,იმედის კლინიკის" დირექტორი და მის შემადგენლობაში შედიან კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ომბუდსმენი და სამედიცინო მიმართულებების ხელმძღვანელები;

ბიურო შემოსულ პრეტენზიას განიხილავს სამი სამუშაო დღის განმავლობაში;

ბიურო გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმატივებით, ჯანმრთელობის დაცვისა და პაციენტთა უფლებების შესახებ კანონმდებლობით, სამედიცინო ეთიკის ძირითადი პოსტულატებით და საერთაშორისო დონეზე აღიარებული უფლებათა დაცვის ძირითადი კრიტერიუმებით;

ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება კონკრეტული პრეტენზიის ავტორს ბიუროს გამართვიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში

განსაკუთრებული წესები
Picture
პრეტენზიების ბიურო განიხილავს მხოლოდ იმ შეტყობინებებს და პრეტენზიებს, რომელთა ავტორი გაივლის შესაბამის საიდენტიფიკაციო პროცედურებს;
კონკრეტულად, თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე დაგიკავშირდებათ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელი და დაგისვავთ რამოდენიმე შეკითხვას;
მხოლოდ მას შემდეგ რაც საინფორმაციო ცენტრი დაადასტურებს, რომ პრეტენზიის გამომგზავნი ნამდვილად თქვენ ბრძანდებით, პრეტენზია რეაგირებისათვის გადაეგზავნება ადმინისტრაციას. 
პრეტენზიის გამოგზავნა
Picture
გამოაგზავნეთ თქვენი პრეტენზია:
პრეტენზიის გამოგზავნა
*

*

*

*

*