ბედნიერი ოჯახი - მეთოდის არსი
„იმედის კლინიკაში“ გეგმიური საკეისრო კვეთის ნოვაციური მეთოდი „ბედნიერი ოჯახი“ დაინერგა. აღნიშნული მეთოდი, ბევრ სხვა ნოვაციასთან ერთად, ოპერაციაზე მეუღლის, დედის ან მშობიარის ნებისმიერი უახლოესი ადამიანის დასწრებას გულისხმობს და საკეირო კვეთის ოპერაციას განსაკუთრებულ ოჯახურ ელფერს სძენს. „ბედნიერი ოჯახის“ მეთოდი თავის მხრივ ფიზიოლოგიური მშობიარობის პოპულარიზაციას წარმოაგდენს, რაც საკესირო კვეთის დროს ჭინთვების ჩართვაში და ფიზიოლოგიური მშობიარობის იმიტაციაში გამოიხატება. აღნიშნული მეთოდის დასანერგად კლინიკის პერსონალი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდა, რისთვისაც სამშობიარო სახლის სპეციალისტებმა საზღვარგარეთ სტაჟირებაც გაიარეს. ამიერიდან გეგმიურ საკეისრო კვეთებს სამშობიარო „იმედის კლინიკის“ ექიმები სწორედ „ბედნიერი ოჯახის“ მეთოდით ჩაატარებენ. ინოვაციური მეთოდის დანერგვა საკეისრო კვეთის ფასსზე ცვლილებას არ მოახდენს და მშობიარეები მომსახურების მიღებას ძველი ტარიფით შეძლებენ. ინოვაციური მეთოდის დანერგვის ძირითად მიზანს საოპერაციო ბლოკში მშობიარეებისთვის მაქსიმალურად ოჯახური გარემოს შექმნა, სტრესის მოხსნა, ფიზიოლოგიური მშობიარობის პოპულარიზაცია და საკეიროს შემდგომ პაციენტების სწრაფი რეაბილიტაცია წარმოადგენს. |
დავით კობეშავიძე
,,იმედის კლინიკის" დირექტორი |
ბედნიერი ოჯახი - განმარტავენ ,,იმედის კლინიკის" პროფესიონალები
დავით (ბუკა) კობეშავიძე
,,იმედის კლინიკის" დირექტორის მოადგილე, მეან-გინეკოლოგი |
კონსტანტინე ხარაბაძე
,,იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი |
ნინო ოქროპირიძე
,,იმედის კლინიკის" მეან-გინეკოლოგი |
გია გაბრიჩიძე
,,იმედის კლინიკის" სამშობიარო ბლოკის ხელმძღვანელი, მეან-გინეკოლოგი |
გიგა გურასპაშვილი
,,იმედის კლინიკის" მელოგინეთა განყოფილების გამგე, მეან-გინეკოლოგი |