იოანე ჯაჭვლიანი
დაიბადა 2017 წლის 17 მაისს
ეს ჩემი მესამე სიხარულია და ესეც ბატონი დავითის წყალობით უნდა ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოში არ იმყოფებოდა. მაგრამ ქალბატონი მაია მჭედლიძის წყალობით მივიღე ეს დიდი სიხარული, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი. საუკეთესო კლინიკის საუკეთესო პერსონალი
სოფიო ონეზაშვილი იოანეს დედიკო
დაჩი გომურაშვილი
დაიბადა 2018 წლის 22 ნოემბერს
ჩემთვის იმედი კლინიკა ასოცირდება ყველაზე ძლიერ, ყველაზე მაგარ და საყვარელ მაია მჭედლიძესთან, 5 წლის წინ პირველი შვილიც იმედის კლინიკაში გავაჩინე და კვლავ თელავიდან იმედის კლინიკაში ჩამოვედი ჩემ ძალიან მაგარ ექიმთან. აქ ყველა და ყველაფერი საუკეთესოა, მე მიყვარს მაია მჭედლიძე, მე მიყვარს იმედის კლინიკა ❤️❤️❤️
ვერიკო იობაშვილი დაჩის დედიკო
ნუცა აფციაური
დაიბადა 2019 წლის 4 იანვარს
იმედის კლინიკაში გატარებურლი 4 დღე არასდროს დამავიწყდება. მოლოდინს გადააჭარბა. დაგვხვდა ძალიან ყურადღებიანი და მოწესრიგებული პერსონალი, სისუფთავე, ძალიან კარგი საკვები. და რაც მთავარია ექიმები რომლებსაც თავისუფლად ვანდობ ჩემი და ჩემი შვილის სიცოცხლეს.
ნინო ცერცვაძე
ნუცას დედიკო |