იმედის კლინიკა
მთავარი გვერდიმშობიარობაგინეკოლოგიასიახლეებისაინფორმაციო ცენტრი
ორსულობაპედიატრიანაადრევი ასაკიპერსონალიკონტაქტი
 

12/5/2013

გამონადენი მკერდიდან

Comments

Read Now
 
Picture
ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმი დიდ ცვლილებებს განცდის. პირველი ორსულობის დროს ასეთმა ცვლილებებმა შეიძლება გარკვეული პანიკაც კი გამოიწვიოს, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩასახვის მომენტიდან ქალის ორგანიზმი სრულიად განსხვავებულ რეჟიმში ფუნქციომირებს, რასაც მოჰყვება როგორც ხილული, ასევე არახილული ცვლილებები.

ერთ-ერთი ასეთი ცვლილება შესამჩნევია ყველა ორსულისთვის. ეს ცვლილება ეხება მკერდს, კერძოდ, ხდება მკერდის გამკვრივება და მისი ზომების გაზრდა. ასევე შესამჩნევია მკერდის დვრილებისა და მის გარშემო კანის საგრძნობი გამუქება. ამის მიზეზია იმ ჰორმონის დიდი რაოდენობით გამოყოფა, რომელიც პიგმენტაციას განსაზღვრავს.

მკერდის ასეთი ცვლილებების პარალელურად ორსულებში ხდება დვრილებიდან სითხის გამოყოფაც. ეს სითხე მოყვითალო შეფერილობისაა და მას ხსენი ეწოდება. ორსულობის მესამე თვიდან სითხე გაცილებით თხელდება და თეთრდება. იგი მოტკბილო გემოსია და შეიცავს ყველა სასარგებლო ნივთიერებას. სწორედ ამ სითხეს იღებს მშობიარობის შემდეგ ახალშობილი, სანამ მკერდში არ წრმოიქმნება ნამდვილი რძე/

უნდა აღინიშნოს, რომ ორსულობის მთელ პერიოდში მკერდის დვრილებიდან ხსენის გამოდენა სრულიად ნორმალური მოვლენაა. გამონადენის განსაკუთრებით დიდი რაოდენობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ თქვენს გინეკოლოგს.
გაიზიარეთ გვერდი Facebook-ზე

Share

Comments
​დღის შეთავაზება
მიიღეთ ,,იმედის კლინიკის" დღის შეთავაზება - ყველა სახის გინეკოლოგიურ სერვისზე ფასდაკლება 50 პროცენტამდე
​ვრცლად>>>
კონსილიუმი
გაქვთ შეკითხვა? გამოაგზავნეთ და პასუხი მიიღეთ ორშაბათს 12:00 საათზე ჩვენი Facebook გვერდზე მიმდინარე პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით
​ვრცლად>>>
დაათვალიერე და დარწმუნდი
ორსულებს და მათი ოჯახის წევრებს ვეპატიჟებით ,,იმედის კლინიკაში" - მიიღეთ სრული ინფორმაცია, დაათვალიერეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება
​ვრცლად>>>