იმედის კლინიკა

8/3/2013

განვითარების ეტაპები

Comments

Read Now
 
ყველა ახალშობილი ერთმანეთისაგან განსხვავებულია წონით და სიგრძით.

მათი განვითარების ტემპიც ინდივიდუალურია.ამიტომ, ნუ შეადარებთ ერთმანეთს ერთი და იმავე ასაკის სხვადასხვა ბავშვს.

ბავშვის წონა მისი განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია და საჭიროა მისი ყოველთვიური შეფასება. წონის მატების შეჩერება თუ კლება ბავშვის ავადმყოფობაზე ან არასწორ კვებაზე მიუთითებს.

უნდა იცოდეთ, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში ბავშვი კვირაში დაახლოებით 125-150 გრამს, 6 თვის შემდეგ კი 100-125 გრამს უნდა იმატებდეს.

სიგრძის ნამატი პირველ წელს დაახლოებით 25 სმ-ია; პირველ სამ თვეში - 9-სმ, 4-6 თვემდე - 7-8 სმ, 7-9 თვემდე - 6 სმ, 10-12 თვემდე კი 3 სმ.

თუ ბავშვის წონაში ნამატი პირველი 6 თვის განმავლობაში არის 500 გრ. შემდგომში კი 400 გრ-ზე ნაკლებია ან მისი წონის მატება არ შეინიშნება, დაუყოვნელბლივ მიმართეთ ექიმს.

Share

Comments
​დღის შეთავაზება
მიიღეთ ,,იმედის კლინიკის" დღის შეთავაზება - ყველა სახის გინეკოლოგიურ სერვისზე ფასდაკლება 50 პროცენტამდე
​ვრცლად>>>
კონსილიუმი
გაქვთ შეკითხვა? გამოაგზავნეთ და პასუხი მიიღეთ ორშაბათს 12:00 საათზე ჩვენი Facebook გვერდზე მიმდინარე პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით
​ვრცლად>>>
დაათვალიერე და დარწმუნდი
ორსულებს და მათი ოჯახის წევრებს ვეპატიჟებით ,,იმედის კლინიკაში" - მიიღეთ სრული ინფორმაცია, დაათვალიერეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება
​ვრცლად>>>