18 მაისს ,,იმედის კლინიკისა” და orsuli.ge-ს ინიციატივით ჩატარდა შეხვედრა ორსულთა კლუბის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მოვიდნენ ორსულები და მათი ოჯახის წევრები. შეხვედრის პირველ ნაწილში საინტერესო პრეზენტაციით წარდგნენ ღონისძიების სპონსორები, რის შემდეგაც ორსულთა კითხვებს პასუხი გასცა ,,იმედის კლინიკის” დირექტორმა დავით კობეშავიძემ და ,,იმედის კლინიკის” წამყვანმა სპეციალისტებმა
კითხვა-პასუხის შემდეგ ორსულებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ,,იმედის კლინიკის” ქალთა კონსულტაცია, დიაგნოსტიკური კაბინეტები, სამშობიარო ბლოკი, მელოგინეთა განყოფილება. ისინი ადგილზე გაეცნენ თუ როგორ ხდება მშობიარობის პროცესი, ახალშობილის მოვლა და ყველა იმ საკითხს, რომლებიც მათ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ლანჩი.
,,იმედის კლინიკისა” და orsuli.ge-ს ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით ასეთი შეხვედრები სისტემატურად გაიმართება
,,იმედის კლინიკის” საიტზე ახალი გვერდი გაიხსნა - ჩემი პატარა (ვიდეო). თუ თქვენი პატარა ჩვენს კლინიკაში დაიბადა შეგიძლიათ მოგვაწოდოთ მისი ვიდეო და ჩვენ საიტზე განვათავსებთ.
ვიდეო სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი უნდა იყოს თქვენი პატარა, თემატიკა თავისუფალია, საიტზე არ განთავსდება არაეთიკური გამოთქმების ან ქცევების ამსახველი მასალები. ვიდეო-მასალის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს.
გარდა ჩვენი საიტისა, ყველა ვიდეო განთავსდება ჩვენი პარტნიორი საიტის myvideo.ge -ს გვერდებზეც
ვიდეო-მასალის განთავსებისთვის ნახეთ მენიუში განყოფილება ჩვენი პროექტები
,,იმედის კლინიკის” საინფორმაციო ცენტრში სატელეფონო ,,ცხელი ხაზი” ამოქმედდა. ამიერიდან დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სასურველ დროს დარეკონ ,,ცხელ ხაზზე” და მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია.
ქალაქის ტელეფონებიდან ,,ცხელ ხაზთან” დაკავშირება უფასოა, ხოლო მობილური ოპერატორებიდან მოქმედებს შესაბამისი ტარიფები
,,იმედის კლინიკის” საიტზე ახალი გვერდი გაიხსნა - მომავალი დედების კლუბი
მომავალი დედების კლუბი თავისუფალი ფორუმია, სადაც ნებისმიერ სტუმარს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება ორსულებისთვის და ზოგადად ქალებისთვის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო
მომავალი დედების კლუბის საშუალებით ორსულები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, იმსჯელებენ მათთვის საინტერესო თემებზე და ა.შ. საინტერესოა, რომ ამ ფორუმში მონაწილეობა არ მოითხოვს არანაირ წინასწარ რეგისტრაციას, ხოლო ახალი თემის დამატება შეეძლება ნებისმიერ მსურველს
სახლიდან გაუსვლელად ორსულთა ურთიერთკონტაქტი ხელს შეუწყობს მათ ფსიქოლოგიურ და ემოციური განწყობის განმტკიცებას და თითოეულ მათგანს შესძენს დამატებით გამოცდილებას
,,იმედის კლინიკის” ახალი პროექტი ,,იმედის კონსულტანტი” ორსულებს, რომლებიც ჩვენს ქალთა კონსულტაციაში აღრიცხვაზე დადგებიან, საშუალებას აძლევს ისარგებლონ სრულიად ახალი და კომფორტული სერვისით:
პროექტში ჩართულ ორსულებს ეყოლებათ პირადი კონსულტანტი - იმედის კონსულტანტი, რომელიც:
- ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდში გაგიწევთ სრულ პატრონაჟს - საიტზე გაგიხსნით პირად გვერდს და ისარგებლებთ სპეციალისტთა კონსულტაციებით სახლიდან გამოუსვლელად, მიიღებთ სრულ და თქვენტვის საჭირო ინფორმაციას - გაგიხსნით პერსონალურ ,,იმედის ყულაბას”, სადაც ეტაპობრივად დააგროვებთ თანხებს - თქვენთვის აამოქმედებს კომფორტულ SMS და ONLYNE შეტყობინებების სერვისებს - იზრუნებს თქვენთვის და თქვენს ოჯახში ჯანსაღი გარემოს ჩამოსაყალიბლებლად
აღნიშნული სერვისის ღირებულებაა 50 ლარი ეს სრული კომფორტია, ისარგებლეთ!
,,იმედის კლინიკა” კიდევ ერთი ნოვაციური პროექტის განხორციელებას შეუდგა.
ონლაინ საინფორმაციო ცენტრი - ეს არის დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური და ხელმისაწვდომი სერვისი, რომელიც მთლიანად მორგებულია ,,იმედის კლინიკის” სერვისით დაინტერესებული პირებისთვის.
ყველა ინფორმაციის მიღება სახლიდან გაუსვლელად! - დროის და ზედმეტი ფინანსური დანახარჯების გარეშე, ნებისმიერ ხელსაყრელ დროს, ინფორმაცია ყველა საინტერესო თემაზე.
ონლაინ საინფორმაციო ცენტრის საშუალებით:
- თუ შეკითხვა გაქვთ და გსურთ გაიგოთ პროფესიონალის მოსაზრება - გაინტერესებთ ორსულობასთან და მშობიარობასთან დაკავშირებული სამედიცინო და საორგანიზაციო საკითხები - გსურთ ჩაეწეროთ ვიზიტზე ,,იმედის კლინიკაში” ან ჩვენი კლინიკის ცალკეულ სპეციალისტთან - მიიღოთ ინფორმაცია ფასებისა და სერვისების შესახებ
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელსაც ონლაინ საინფორმაციო ცენტრი განახორციელებს:
საინფორმაციო დაფა -
საინფორმაციო დაფის საშუალებით სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
- მშობიარობის მიმდინარეობა და მშობიარის მდგომარეობა - ინფორმაცია საკეისრო კვეთის მიმდინარეობის შესახებ - ინფორმაცია გინეკოლოგიური ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ - ინფორმაცია მელოგინისა და ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ინფორმაცია პაციენტის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის შესახებ
პირველ ეტაპზე ონლაინ საინფორმაციო ცენტრი სამუშაო დღეებში იმუშავებს
4 მარტიდან სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკა” კიდევ ერთ ნოვაციურ პროექტს გთავაზობთ - ,,იმედის გზა” - ყველაზე ორიგინალური, ხელმისაწვდომი და სასარგებლო პროექტი, რომელიც მომავალში უსაფრთხო დედობას, ახალშობილის სიჯანსაღეს და თქვენივე საკუთარი ოჯახის ბედნიერებას უზრუნველყოფს!
რა არის პროექტი ,,იმედის გზა”?
,,იმედის გზა” არის საქართველოში ნოვაციური პროექტი, რომელიც სრულ პატრონაჟს უწევს ახალგაზრდა ქალებს - ოჯახის შექმნამდე და დაორსულებამდე
- თინეიჯერი გოგონები - ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ჯერ გათხოვებას არ აპირებენ - ახალგაზრდა ქალები, რომლებმაც უკვე იპოვეს გულისწორი და დღე-დღეზე გათხოვდებიან
სწორედ ეს ჯგუფებია, რომლებსაც ,,იმედის კლინიკის” პრევენციის ცენტრი სთავაზობს სამედიცინო-პროფილაქტიკურ მომსახურებას (როგორც ერთჯერადად, ასევე გრძელვადიანი თანამშრომლობის აქცენტით)
რა არის ,,იმედის გზის” მიზანი?
ჩვენი პროექტის მიზანია ზემოთ მოხსენიებული ჯგუფებისთვის მომსახურების გაწევა გინეკოლოგიური დაავადებების ნაადრევი პრევენციის კუთხით და ამ გზით ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორის განეიტრალება უსაფრთხო ორსულობისა და დედობის მისაღწევად
შეუდექით იმედის გზას ,,იმედის კლინიკასთან” ერთად!
ეკონომიკური პრობლემების ფონზე დღეს ქალის მუშაობა, სავალდებულოც კი გახდა. ამას რასაკირველია აქვს თავის პლიუსებით და მინუსებით. მინუსები კი განსაკუთრებით ორსულობის ბოლო ტრიმესტრშია გამოკვეთილი და საგანგაშო. ორსულთა უმეტესობას დილის 9-დან საღამოს შვიდამდე კომპიუტერთან უწევს ჯდომა. მათ არა აქვთ საშულება, რომ სრულფასოვნად იკვებონ, ამიტომ ძირითადად მშრალ საკვებზე არიან გადასულები. არა აქვს მოსვენების, წამოწოლის საშულება. სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკა” გამოდის ახალი ინიციატივით: საკონონმდებლო დონეზე განხილული იქნას დასაქმებული ორსულებისათვის სამუშაო საათების შემცირების საკითხი. ბევრ ორსულს ექმნება პრობლემები სამსახურში თუკი მას ხშირად უწევს გაენთავისუფლოს ხელმძღვანელს, რათა ექიმთან კონსულტაციაზე მივიდეს და ჩაიტაროს საჭირო გამოკვლევები. თუკი ვინმე გამოეხმაურება ჩვენს ინიციატივას მოხარულნი ვიქნებით. სურვილი გვაქვს შეიქმანს საზოგადოება, სადაც მოვილაპარაკებთ გარკვეულ საკითხებზე, შევჯერდებით და ორსულთა ხელშეწყობის შესახებ ნოვაციური წინადადებით წარვსდგებით პარლამენტის წინაშე. თუკი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები გამოიჩენენ დაინტერესებას და ჩაერთვებიან ორსულთა ხელშეწყობის საქმეში, ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარების გაუმჯობესებას და თავიდან ავიცილებთ იმ გართულებებს, რასაც დაძაბული სამუშაო გრაფიკი და კომპიუტერთან ჯდომა იწვევს ორსულებში. მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ინიციატივაში უნდა იქნას გათვალისწინებული ორსულთათვის სამუშაო საათების შემცირების საკითხიც ანაზღაურების შემცირების გარეშე. ზოგადად ორსულთა უფლებების დაცვა და მათი სრულფასოვანი პატრონაჟი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამგვარი მიდგომა შეამცირებს როგორც ნაადრევი მშობიარობების, საკეისროების ასევე მშობიარობის შემდგომი გართულებების რიცხვს. ორსულთა ხელშეწყობა და მათი უფლებები უნდა იყოს კანონით რეგულირებადი სსაკითხი. ასევე, ვთხოვ ორსულებს მოგვმართონ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, გამოგვეხმაურონ და თავიანთი შეხედულებები გაგვიზიარონ! დავით კობეშავიძე ,,იმედის კლინიკის” დირექტორი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
19 იანვარს - ნათლიღების ბრწყინვალე დღესასწაულზე - ,,იმედის კლინიკამ" კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. ამჟამად, უფასო კონსულტაციები, გამოკვლევები და გასინჯვები ჩაუტარდათ ,,იმედის კლინიკაში" დაბადებულ ბავშვებს
7 იანვარს, უფლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად, ,,იმედის კლინიკამ” ჩაატარა საქველმოქმედო აქცია დიდ დიღომში მცხოვრები მანდილოსნებისთვის
აქციის ფარგლებში 321 ქალბატონს საშუალება მიეცა უფასოდ მიეღო სპეციალისტთა კონსულტაციები და ასევე უფასოდ ჩაეტარებინა ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები
|