მშობიარობა ,,იმედის კლინიკაში”
ფიზიოლოგიური მშობიარობა
შედგება სამი პერიოდისგან
პირველი პერიოდი ე.წ. საშვილოსნოს ყელის გახსნის პერიოდი. იწყება რეგულარული სამშობიარო მოქმედების დაწყებიდან საშვილოსნოს ყელის სრულ გახსნამდე და გრძელდება საშუალოდ 8-10 საათი მეორე პერიოდი ანუ, გამოძევების პერიოდი - იწყება საშვილოსნოს ყელის სრული გახსნიდან ვიდრე ნაყოფის გამოძევებამდე და საშუალოდ 1-2 საათის ხანგრძლივობისაა მესამე პერიოდი ე.წ. მომყოლის გამოძევების პერიოდი - ნაყოფის დაბადებიდან მომყოლის გამოძევებამდე, ეს პერიოდი საშუალოდ 30-60 წუთი გრძელდება ამდენად, ფიზიოლოგიური მშობიარობა პირველი მშობიარობისას 10-12 საათი, ხოლო განმეორებით მშობიარეებში 2 საათით ნაკლები დროით გრძელდება. ამთავითვე უნდა ვაღიაროთ, რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ გააჩნია არც დედის და არც ახალშობილის ჯანმრთელობისათვის. მაშ ასე, დაგეწყოთ რეგულარული სიხშირით მოქმედება და შემობრძანდით ჩვენი სამშობიაროს სამეანო მიმღებში. სამეანო გასინჯვის შემდეგ თქვენ თავსდებით ინდივიდუალურ სამშობიარო ოთახში. ერთი შეხედვით ეს ოთახი მოგაგონებთ საუკეთესო მოსასვენებელ ოთახს. მაგრამ, ეს ოთახი უცბად გადაიქცევა სამშობიარო ბლოკად, რომელშიც მშობიარობის პირველი პერიოდის ფიზიოლოგიურად მსვლელობისთვის ყველა აუცილებელი პირობა და ხელსაწყოა. თქვენ უყურებთ ტელევიზორს, სადაც აუცილებელი ინფორმაციის დემონსტრირება ხდება. მშობიარობის შემსუბუქების მიზნით, მეუღლის დახმარებით აკეთებთ ბურთზე ვარჯიშს, საჭიროების შემთხვევაში მიმართავთ ე.წ. შვედურ კედელს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ექიმი-ანესთეზიოლოგი აუტკივარებს მშობიარობას. თუ ძალიან შეგაწუხათ მეანისა და ბებია-ქალის ყურადღებამ - ნუ დაუყვავებთ, ისინი თავის მოვალეობას ასრულებენ. დგება მშობიარობის მეორე პერიოდი და უცბად თქვენი კომფორტული საწოლი ასევე კომფორტულ სამშობიარო სავარძლად გადაკეთდება. იწყება მშობიარობა, რომელსაც ესწრებიან ექიმი მეან-გინეკოლოგი, ექიმი ნეონატოლოგი და ბებია-ქალი. დაბადებისთანავე ახალშობილს გარკვეული დროით თქვენ დაგიწვენენ და ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება სითბური ჯაჭვი ,,იმედის კლინიკის” მეან-გინეკოლოგი თეა ქარქუზაშვილი დაწვრილებით აგიხსნით ინდივიდუალური სამშობიარო ოთახის დანიშნულებას. იხილეთ ვიდეო
|
ოპერაციული მშობიარობა
ოპერაციული მშობიარობა აერთიანებს: საკეისრო კვეთას, სამეანო მაშებს და ვაკუუმ-ექსტრაციას.
საკეისრო კვეთის დროს განაკვეთი კეთდება განივად, მუცლის ნაკეცში. ოპერაციის ბოლოს კანზე აუცილებლად ედება კოსმეტიკური ნაკერი. საკეისრო კვეთის დროს გამოიყენება სპინალური და ეპიდურალური გაუტკივარება, რომლის დროსაც პაციენტი საღ გონებაზეა, თუმცა ვერანაირ ტკივილს ვერ აღიქვამს. საკეისრო კვეთის ხანგრძლივობა საშუალოდ 1 საათია. ოპერაციის შემდგომ, პაციენტი თავსდება ინტენსიური თერაპიის პალატაში. სამშობიაროში მისი დაყოვნების დრო საშუალოდ 5 დღეა. გისურვებთ ბედნიერ დედობას!
ნახეთ ფიზიოლოგიური და ოპერაციული მშობიარობის ფასები
|
