იმედის კლინიკა

24/6/2013

უფასო პროგრამა მელოგინე ქალებისთვის

Comments

Read Now
 
დავით კობეშავიძე: უფასო მშობიარობის სახელმწიფო პროექტის პარალელურად “იმედის კლინიკა” უპრეცედენტო პროგრამას იწყებს!
Picture
1 ივლისიდან საქართველოში მშობიარობის უფასო სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. ამ სასიამოვნო სიახლის პარალელურად სამშობიარო “იმედის კლინიკამ” საკუთარ დაწესებულებაში აამოქმედა უფასო პროგრამა, რომელიც მხოლოდ “იმედის კლინიკაში” ნამშობიარები პაციენტებისათვის მშობიარობის შემდგომი გართულებების პრევენციასა მკურნალობას ისახავს მიზნად. კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნული პროგრამა?
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ,,იმედის კლინიკის” დირექტორი, მეან-გინეკოლოგი დავით კობეშავიძე გვესაუბრება.
პირველ რიგში, მინდა მოგახსენოთ, რომ 1 ივლისიდან სამშობიარო “იმედის კლინიკა” მონაწილებას იღებს იმ მამულისშვილურ საქმეში, რასაც მშობიარობის სახელმწიფო  დაფინანსება ჰქვია. ეს მართლაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით ძალიან წაადგება ქართველი ერის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. ცალსახად ვაცხადებ, რომ სამშობიარო “იმედის კლინიკაში” ყველას შეეძლება ისარგებლოს უფასო მშობიარობის სახელმწიფო პროგრამით. აღნიშნული პროექტის პარალელურად კი, “იმედის კლინიკა” უპრეცედენტო პროგრამას იწყებს! ეს გახლავთ მშობიარობის შემდგომი გართულებების პრევენციის პროგრამა “sos”.
ბატონო დავით, რაში მდგომარეობს პროგრამის არსი და რა მომსახურებების მიღებას შეძლებს პაციენტი აღნიშნული პროგრამის მიხედვით?
პროგრამის არსია ლოგინობის ხანაში ფიზიოლოგიური მშობიარობით ან საკეისრო კვეთით გამოწვეული შესაძლო გართულებების დროული პროფილაქტიკა და მკურნალობა. 
ჩვენი კლინიკიდან გაწერილ ყველა მელოგინეს აქვს უფლება, ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში. ამისათვის ის ხელს აწერს შეთანხმებას. 40 დღის განმავლობაში “იმედის კლინიკის” საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს გაწერილი მელოგინეების მუდმივ ინფორმირებას მშობიარობის შემდგომი შესაძლო გართულებებისა და პრევენციის გზების შესახებ. ამავე დროს, საინფორმაციო ჯგუფი 10 დღეში ერთხელ განახორციელებს ზარს გაწერილ მელოგინეებთან მათი ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით. დამატებით, მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება მელოგინეს შეუძლია ცხელი ხაზის საშუალებით ან კლინიკის ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში უკუკავშირის ველის გამოყენებით. ასევე პაციენტს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად მიიღოს სპეციალიტების ონლაინ კონსულტაცია მისთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე. ყველა ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილი მომსახურეობების გარდა, თუკი საჭირო გახდა, კლინიკა საკუთარ თავზე იღებს ჰოსპიტალიზაციის, მედიკამენტური მკურნალობის, ლაბორატორიული თუ ეხოსკოპიური გამოკვლევების ხარჯებს. ასე, რომ 1 ივლისიდან, ჩვენთან ნამშობიარები ნებისმიერი ქალი, თუკი მას მშობიარობის შემდგომი რომელიმე გართულება განუვითარდება, მობრძანდება ჩვენთან და ყველა საჭირო მომსახურეობას აბსულუტურად უფასოდ მიიღებს. მშობიარობის დაფინანსება მართლაც დიდი საქმეა, მაგრამ მშობიარობას თუ საკეისრო კვეთას შესაძლებელია მოჰყვეს გართულებებიც და აღნიშნულის დაფინანსებას ,,იმედის კლინიკა” საკუთარ თავზე იღებს.
ბატონო დავით, აქვე საინტერესო იქნება ჩვენს მკითხველს განუმარტოთ, რა ტიპის გართულებები შეიძლება წარმოიქმნას ლოგინობის ხანაში?
 ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ მშობიარობას ზოგადად აქვს როგორც ადრეული, ასევე გვიანი გართულებები. ბრძენმა ადამიანმა ლოგინობის ხანად 40 დღე დაააწესა. გართულებებიც სწორედ ამ 40 დღის განმავლობაში არის მოსალოდნელი. სამშობიაროში შესაძლებელია მოხდეს რამდენიმე ტიპის გართულება. 
ეს არის, პირველ რიგში, სისხლდენები ან ყელის ნაადრევად დახურვა. ცოტა მოგიანებითი გართულება კი გახლავთ სეპტიური პროცესების დაწყება. 
ლოგინობის ხანის ყველაზე ხშირი გართულებაა სარძევე ჯირკვლების პრობლემები, რასაც ჩვენი სპეციალიტები ასევე აბსოლუტურად უფასოდ მოუგვარებენ ,,იმედის კლინიკაში” ნამშობიარებ ქალბატონებს. 
ნორმის ფარგლებში ლოქიები ანუ სისხლიანი გამონადენი ქალს 40 დღის განმავლობაში უნდა ჰქონდეს. თავიდან იწყება წითელი ფერით და დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება. მელოგინემ ყურადღება უნდა მიაქციოს ლოქიების რაოდენობას, ფერსა და სუნს. თუ შეამჩნევს, რომ შეიცვალა ფერი და სუნი, ე.ი. ინფიცირება მოხდა და სასწრაფოდ უნდა მოგვმართოს ამ შემთხვევაში. მეორე, შეიძლება მელოგინეს ჰქონდეს მოჭარბებული გამონადენი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლებელია საშვილოსნოს ღრუში დარჩენილია მომყოლის ნაწილები. ეს არც თუ ისე იშვიათი გართულება გახლავთ და საკმაოდ საყურადღებოა. 
მედიცინაში გართულებები დასაშვებია გარკვეული პროცენტით და რადგან პრობლემა დგას, ჯობია ეს გართულებები დროულად უნდა იქნას ლიკვიდირებული. ძალიან ხშირად მელოგინე სტაციონარში ვერ მოდის, რადგან არ აქვს საშუალება გადაიხადოს ექიმის კონსულტაციის, ექოსკოპიისა და ანალიზების თანხები. ვიმედოვნებთ, “SOS” პროგრამის მეშვეობით დროულად მოხდება გართულებების გამოვლენა და მკურნალობა.
აქვე მინდა ვუსაყვედურო ჩემს კოლეგებს, რომელთათვის ასე ხმამაღლა არასოდეს მისაყვედურია. იმედი მაქვს დადგება დრო, როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ზოგიერთ ექიმს ვიღაცა ამაზე პასუხს მოსთხოვს. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება, რომ ჩვენი პაციენტები სასწრაფოს დაჟინებით სთხოვენ “იმედის კლინიკაში” წამოყვანას, რაზეც ცივ უარს იღებენ. ჯერ ერთი აღნიშნული საქციელი მათი მხრიდან არაკოლეგიალურია, მეორეც, ეს პაციენტების უფლებების უხეში შელახვა გახლავთ. როგორ წესი, ხდება ხოლმე ვაჭრობა სადაზღვეო კომპანიებთან. ხანდახან ვფიქრობ, რომ ამ სამსახურში სერიოზული კორუფიის ბუდეა. ყველაზე ცუდს ვერ ვიყვი, ბევრი პატიოსანი ადამიანი მუშაობს სასწრაფოში, არც მათ კომპეტენციაში ჩარევის უფლებას მივცემ საკუთარ თავს, თუმცა შემიძლია გადავცე სასწრაფოს ხელმძღვანელობას იმ პაციენტთა გვარები, რომლებიც დიდი ხვეწნის მიუხედავად “იმედის კლინიკაში” არ წამოიყვანეს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ არა მგონია დღეს სასწრაფო სამედიცინო სადგურში ჰყავდეთ იმ კვალიფიკაციის ექიმები, რომლებიც მშობიარობას მიიღებენ და ასე შემდეგ. მათ ეძახიან გადაყვანის მიზნით, მაშინ, როდესაც მშობიარეს ტრანსპორტირება ოჯახს თავად არ შეუძლია. სწორედ აქ იწყება ზეწოლა პაციენტზე, რისი უფლებაც არავის აქვს. კიდევ ერთხელ ვეუბნები სასწრაფოს ბრიგადებს, რომ ჩვენ ვიწყებთ პროგრამას “SOS” რომლის ფარგლებშიც ჩვენგან გაწერილ პაციენტებს გართულებების შემთხვევაში ნებისმიერი სამედიცინო მომსახურეობა უფასოდ ჩაუტარდებათ. მოვიდა დრო, რომ ამ უსამართლობაზე კლინიკებმა ხმა ამოვიღოთ. როგორც იქნა ჩვენს ჯანდაცვის სამინისტროს ეღირსა პროფესიონალი მინისტრი და პროფესიონალი კადრები, რომლებიც პრაქტიკოსი ექიმები არიან და ტოლს არ დაუდებენ არავის ექიმობაში. ამიტომ უკვე იმისი დროც მოვიდა, ვისაუბროთ ექიმთა კოლეგიალობაზე, კოლეგიალურ დამოკიდებულებაზე და ურთიერთობებზე. ამით პაციენტებსაც უფრო მეტად გამოვადგებით და უფრო ხარისხიანად მოვემსახურებით. “იმედის კლინიკაში” ამ პროგრამის ამოქმედებით კი ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენს პაციენტებს ვიცავთ და კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, ნუ შეგვიშლიან ხელს. ჩვენ ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რომ მაღალ დონეზე მოვემსახუროთ. მითუმეტეს მალე დასრულდება “იმედის კლინიკის” მეორე კორპუსის მშენებლობა და ჩვენი სამშობიარო პოლიპროფილურ კლინიკად გადაიქცევა. ეს იქნება დედათა და ბავშვთა ცენტრი, სადაც მაღალკვალიფიციურ დახმარებას მიიღებენ როგორ დედები ასევე მათი შვილები, რომელთა დაბადებას ხელი შეეწყობა ახალი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული იმ უდიდესი ნაბიჯით, რასაც უფასო მშობიარობის სახელმწიფო პროგრამა ჰქვია!

ესაუბრა მეგი საჯაია
გაიზიარეთ Facebook-ზე

Share

Comments
Details
    Picture

    დაბრუნება გვერდზე
    ორსულობა

















​დღის შეთავაზება
მიიღეთ ,,იმედის კლინიკის" დღის შეთავაზება - ყველა სახის გინეკოლოგიურ სერვისზე ფასდაკლება 50 პროცენტამდე
​ვრცლად>>>
კონსილიუმი
გაქვთ შეკითხვა? გამოაგზავნეთ და პასუხი მიიღეთ ორშაბათს 12:00 საათზე ჩვენი Facebook გვერდზე მიმდინარე პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით
​ვრცლად>>>
დაათვალიერე და დარწმუნდი
ორსულებს და მათი ოჯახის წევრებს ვეპატიჟებით ,,იმედის კლინიკაში" - მიიღეთ სრული ინფორმაცია, დაათვალიერეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება
​ვრცლად>>>