იმედის კლინიკა
  • იმედის კლინიკა
    • რატომ იმედის კლინიკა?
    • ჯილდოები
    • ფოტო გალერეა
  • სიახლეები
  • სერვისები
    • ფასები
    • ადრეული ასაკი >
      • თინეიჯერი გოგონებისთვის
      • ახალგაზრდა ქალებისთვის
      • გათხოვების წინ
    • ორსულობამდე >
      • მსურს დაორსულება
      • ორსულობისთვის მომზადების ეტაპები
      • ბაზალური ტემპერატურის გრაფიკი
      • ტესტი ოვულაციაზე
      • ვაქცინაცია ორსულობამდე
      • ფოლიუმის მჟავა
      • როგორ დავორსულდე
      • არასასურველი ორსულობა
      • როგორ ხდება ჩასახვა
      • განაყოფიერება
      • ჩასახვის დღეები
      • ფერტილურობა
    • პედიატრიული საავადმყოფო
    • ორსულობა >
      • ქალთა კონსულტაცია
      • ჩემი პირველი ორსულობა
      • ორსულობის პირველი ნიშნები
      • ორსულობის დიაგნოსტიკა
      • ორსულობის ასაკი
      • ორსულობის 9 თვე >
        • ორსულობის პირველი თვე
        • ორსულობის მეორე თვე
        • ორსულობის მესამე თვე
        • ორსულობის მეოთხე თვე
        • ორსულობის მეხუთე თვე
        • ორსულობის მეექვსე თვე
        • ორსულობის მეშვიდე თვე
        • ორსულობის მერვე თვე
        • ორსულობის მეცხრე თვე
      • დისკომფორტი და საშიში ნიშნები
    • მშობიარობა >
      • მშობიარობის არსი
      • ანესთეზიოლოგია
      • ნეონატოლოგია
      • კარდიოტოკოგრაფია
      • ხშირად დასმული კითხვები
    • მშობიარობის შემდეგ >
      • ახალშობილის მოვლა
    • გინეკოლოგია >
      • კოლპოსკოპია
      • ანთებითი დაავადებები
      • ჰორმონალური დარღვევები
      • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
      • პლასტიკური გინეკოლოგია
      • ტკივილი სექსის დროს
  • საინტერესო
  • პროექტები
    • დაათვალიერე და დარწმუნდი
    • უყურე ახალშობილს სახლიდან
    • პრეტენზიების ბიურო
    • მთვლელები >
      • ჩასახვის კალენდარი
      • ტესტი ორსულობაზე
      • ორსულობის კალენდარი
      • ორსულობის ასაკი
      • გოგო თუ ბიჭი?
      • რა დავარქვა პატარას? >
        • გოგონას სახელები
        • ვაჟის სახელები
    • ქალთა კლუბი
    • ჩვენი გამოკითხვა
    • ეს აქტუალურია
    • ჟურნალისტის გვერდი
    • ომბუდსმენი
  • კონტაქტი

უპირატესობა ძუძუთი კვებას

28/1/2013

Comments

 
Picture
სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკის” პოზიცია

სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკა” უერთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებას და ავითარებს წარმატებული ძუძუთი კვების მართვის პოლიტიკას. ამავე მიზნით, ,,იმედის კლინიკის” მიერ შემუშავებული იქნა შესაბამისი სტრატეგიული მიმართულებები როგორც დაწესებულებაში, ასევე მის გარეთ ძუძუთი კვების პოპულარიზაციის მიზნით.  
Picture
ქალის ორგანიზმში რძის გამომუშავებისთვის აუცილებელია შესაბამისი ჰორმონალური მდგომარეობა. პროლაქტინის მაღალი დონე და ოქსიტოცინი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით სასურველია დედამ შვილი ძუძუთი გამოკვებოს 6 თვემდე. ქალის ორგანიზმში ორსულობაში იმატებს ლაქტოგენური ჰორმონის პროლაქტინის რაოდენობა, 24 კვირიდან კი ინტენსიურად ემზადება სარძევე ჯირკვალი ლაქტაციისთვის.

ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა ჰორმონები : პროგესტერონი -  გავლენას ახდენს სარძევე ჯირკვლის წილების ზრდაზე, თუმცა ლაქტაციას თრგუნავს ორსულობაში (მას შემდეგ რაც მშობიარობის შემდგომ პროგესტერონის რაოდენობა დაეცემა  იწყება ლაქტაცია). ესტროგენებიც ასტიმულირებენ სარძევე ჯირკვლის ზრდას და დიფერენციაციას.  პროგესტერონის მსგავსად ესტროგენების მაღალი დონეც თრგუნავს ლაქტაციას.  პროლაქტინი მთავარი ჰორმონია, რომელიც მონაწილეობს სარძევე ჯირკვლის ზრდაში, დიფერენციაციაში,  მისი რაოდენობა იზრდება ორსულობის და მის შემდგომ პერიოდში,  პროლაქტინი ზრდის ინსულინ რეზისტენტობას და ინსულინის ზრდის მსგავსი ჰორმონის რაოდენობას.  ზრდის ჰორმონი  ასევე ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის ზრდას.

ადენოკორტიკოტროფულ ჰორმონს და გლუკოკორტიკოიდებს ახასიათებთ ლაქტაციის ინდუციის უნარი.  თირეო მასტიმულირებელი ჰორმონიც არის მნიშვნელოვანი გალაქტოპოეზური ჰორმონი.  ოქსიტოცინი იწვევს გლუვი კუნთების შეკუმშვას, რაც სარძევე ჯირკვლიდან რძის წამოსვლას იწვევს.

რძე შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას რაც სჭირდება ახალშობილს საკვებად. რძის გამომუშავებას ქალის ორგანიზმში საშუალოდ 500 კილო კალორია ენერგიას მოითხოვს, ეს თავის მხრივ ეხმარება ქალს ორსულობის შემდგომ წონის კლებაში.

ძუძუთი კვების სარგებლობა ბავშვისთვის:

  • იმუნური სისტემის გაუმჯობესება
  • ინფექციებით ინფიცირების დაბალი რისკი
  • მცირდება ახალშობილის უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკი.
  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი  განვითარების დაბალი რისკი.
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის განვითარება.
  • ამცირებს ბავშვებს შორის ჭარბწონიანობის განვითარების რისკს.
  • ალერგიულობის განვითარების რისკს ამცირებს.
  • ამცირებს ენტეროკოლიტის რისკს.
  • ამცირებს ასთმის განვითარების რისკს.
  • ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
  • საშუალოდ ზრდის ინტელექტის კოეფიციენტს (საშუალოდ 6 ქულით მატებს).

ძუძუთი კვების სარგებლობა დედისთვის:

  • ლაქტაციური ამენორეა (კონტრაცეფცია)
  • დედის და შვილის სიახლოვის ჩამოყალიბება.
  • ოქსიტოცინი და პროლაქტინი რომელიც ამ დროს გამომუშავდება  ხელს უწყობს დედის და შვილის კავშირის გაძლიერებას.
  • დაბადებისთანავე ძუძუთ კვების დროს ოქსიტოცინი კუმშავს საშვილოსნოს და ამცირებს სისხლდენას.
  • ქალს ეხმარება ორსულობის შემდგომ წონის კლებაში;
  • ამცირებს მკერდის კიბოს, საკვერცხეების კიბოს, ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკს.
  • ამცირებს მეტაბოლურ სინდრომს
  • ამცირებს მშობიარობის შემდგომი სისხლდენის რისკს

გაიზიარეთ Facebook-ზე
Comments
    Picture

    დაბრუნება გვერდზე
    ორსულობა

















✕