გათხოვების წინ
რატომ უნდა მოგვმართოთ თუ გათხოვებას აპირებთ?
- ხომ არ არის რამე გინეკოლოგიური პათოლოგია ან ინფექცია, რომელსაც კლინიკურად ჯერ თავი არ გამოუმჟღავნებია?
- რაიმე სახის პრობლემა ხომ არ შემექმნება მეუღლესთან რეგულარული სქესობრივი კონტაქტის დაწყების გამო ?
- სქესობრივი ურთიერთობის დაწყების შემდეგ სერიოზულ გართულებას ხომ არ გამოიწვევს ის ,,მცირედი” დარღვევები, რომელიც ახლა აღმენიშნება (მაგალითად, მტკივნეული მენსტრუაცია, დარღვეული ციკლი, გამონადენი სასქესო ორგანოებიდან და ა.შ.)?
- ფსიქო-ემოციურად რამდენად მზად ვარ გათხოვებისთვის, ხომ არ შემიქმნის ჩემი მდგომარეობა სირთულეებს ახალ ოჯახში?
- დავორსულდები თუ არა?
- რამდენად ნორმალურად ჩაივლის ორსულობა, ხომ არ მექნება რაიმე სახის გართულება?
- იქნება თუ არა ჩემი შვილი ჯანმრთელი?
ეს და უამრავი კითხვა მუდმივად გაწუხებს და გარკვეულ დისკომფორტს გიქმნის, გაფორიაქებს და მომავალი ბედნიერების მიმართ შიშით განგაწყობს.
,,იმედის კლინიკის” გინეკოლოგიურ დეპარტამენტში ერთი პროფილაქტიკური ვიზიტი უამრავ საკითხს გადაგაჭრევინებთ და თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს მშვიდათ და მომავლის უდიდესი რწმენით შეგახვედრებთ!