სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკა” შეშფოთებას გამოთქვამს ორსულ ქალებში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის საგრძნობი ზრდის გამო.

თამბაქოს კონტროლის ალიანისის მონაცემებით, ორსულებს შორის მწეველთა რაოდენობამ 32 პროცენტს მიაღწია. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ეს მაჩვენებელი მზარდია და პირდაპირ კავშირშია მოზარდ და ახალგაზრდა გოგონათა შორის თამბაქოს მომხმარებელთა რაოდებობის ინტენსიურ ზრდასთან.

 ექსპერტთა დასკვნებით, თუ 14-17 წლის გოგონებს შორის მწეველთა რაოდენობა შენარჩუნდება დღეს არსებულ მაჩვენებელზე, უახლოესი 5 წლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ორსულობის პათოლოგიებისა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევები 3-ჯერ მოიმატებს.

ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოხმარება განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის როგორც ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ნაყოფისა და ახალშობლის სიცოცხლეს

სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკა” გამოეხმაურა რა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინიციატივას, დაიწყო ღონისძიებათა ციკლის განხორციელება, რომლის მიზანია ორსულ ქალებში თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკა; კერძოდ,

    კლინიკის ამბულატორიული განყოფილების ბაზაზე დაფუძნდა თამბაქოს მოხმარების გადაჩვევის კაბინეტი, რომელიც, თამბაქოს გადაჩვევის მიზნით პრაქტიკულ მხარდაჭერას გაუწევს როგორც მწეველ ორსულებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს
    სპეციფიკური პატრონაჟი გაეწევათ მწეველ ორსულ ქალებს, რადგან მწეველობა თავისთავად აერთიანებს მათ რისკ-ჯგუფში
    კლინიკის ქალთა კონსულტაციის საშუალებით ორსულ ქალებს მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია თამბაქოს კვამლის მავნებლობის შესახებ
    კლინიკის სრული სამედიცინო პერსონალი 23 ივნისიდან გადამზადდება ორსულ ქალებში თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკის მიმართულებით

სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკა” მოუწოდებს ყველა მწეველ ორსულს უარი თქვან თამბაქოს მოხმარებაზე.

კლინიკა მზადაა, მწეველ ორსულ ქალებს გაუწიოს კომპლექსური მომსახურება და ამით მაქსიმალურად გაანეიტრალოს ნაყოფისთვის და თავად ორსულისთვის მწეველობით მიყენებული ზიანი
 


Comments




Leave a Reply