სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკის” თაოსნობით და ჯანმრთელობის ხელშეწყობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით 23 ივნისს ჩატარდა სემინარი ,,ორსული და თამბაქო”
სემინარს ესწრებოდნენ ,,იმედის კლინიკის” სპეციალისტები.
უკანასკნელი კვლევების თანახმად დადგინდა, რომ ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოიხმარს ქალთა 40,69 პროცენტი, მათ შორის, თბილისში თამბაქოს მოიხმარს ორსულ ქალთა 41,36 პროცენტი, ქუთაისში 38,74 პროცენტი.
სემინარზე ,,იმედის კლინიკამ” წარმოადგინა ორსულ ქალებში თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკის გეგმა:
- მწეველ ორსულთა სკრინინგი
- ორსულთა ინფორმირება თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული შესაძლო გართულებების შეახებ
- არამწეველ ორსულთა და მათი ოჯახის წევრთა ინფორმირება ,,პასიური წევით” გამოწვეული შესაძლო გართულებების შესახებ
- მწეველ ორსულთა პრაქტიკული მხარდაჭერა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის მიზნით
- ,,პასიური წევის” შეწყვეტის მხარდაჭერა
- ორსულობამდე პერიოდში სკოლის მაღალი კლასისა და სტუდენტ გოგონებს შორის პრევენციული ღონისძიებების გატარება
,,იმედის კლინიკის” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით კლინიკის პროგრამების განყოფილებას დაევალა შეიმუშაოს კომპლექსური პროექტი, რომლის განხორციელებას კლინიკა სექტემბრიდან დაიწყებს