12-15 დეკემბერს ესპანეთის დედაქალაქში შედგა მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა V საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ,,იმედის კლინიკამ"

საერთაშორისო სიმპოზიუმზე ,,იმედის კლინიკას" წარადგენდნენ კლინიკის დირექტორის მოადგილე დავით (ბუკა) კობეშავიძე და სამშობიარო ბლოკის გამგე გიორგი გაბრიჩიძე

საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა მიიღო 23 ქვეყნის 100-მდე დელეგატმა.

საქართველოს წარმომადგენლებს განსაკუთრებული ადგილი დაეთმოთ, კერძოდ, მოხდა ,,იმედის კლინიკის" 2013 წლის პროექტის პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა კლინიკის ბაზაზე კლინიკური და პრევენციული მიმართულებების განვითარების სტრატეგიებს

სიმპოზიუმის ფარგლებში ,,იმედის კლინიკასა" და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გაფორმდა განზრახულობათა ხელშეკრულებები, რომელთა მიზანია მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის განვითარება. ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს ესპანეთის, ბელგიის,იტალიის, საბერძნეთის, არგენტინის, გერმანიის, ჩეხეთის, ნორვეგიის წამყვანმა ინსტიტუტებმა და სპეციალისტებმა.

ვიზიტის ბოლოს ,,იმედის კლინიკის" წარმომადგენლები პერსონალურად მიწვეულნი იყვნენ მადრიდის მერიის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში - ურთიერთთანამშრომლობისა და გამოცდილებათა გაზიარების ეფექტური გზების დაგეგმვის მიზნით.
 
 
,,იმედის კლინიკისა” და  ლატვიის ,,ვესელიბას ცენტრი 4” (VESELIBAS CENTRS 4) - ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში 22-23 ნოემბერს ,,იმედის კლინიკას” სამუშაო ვიზიტად ეწვია ლატვიის EGV კლინიკის წამყვანი სპეციალისტი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მარის არაისი

ვიზიტის ფარგლებში სტუმარმა მონაწილეობა მიიღო ,,იმედის კლინიკაში” დაგეგმილ ოპერაციებში, მანამდე კი სტუმარმა ჩაატარა
უფასო კონსულტაციები უშვილო წყვილებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ლატვიელი სტუმრის ვიზიტმა დიდი ინტერესი გამოიწვია უშვილობის პრობლემის მქონე წყვილებში, რის გამოც - დაგეგმილი 2 საათის ნაცვლად, კონსულტაციებმა თითქმის 5 საათს გასტანა.

ბატონი მარის არაისს მასპინძლობა გაუწია ,,იმედის კლინიკის” დირექტორმა ბატონმა დავით კობეშავიძემ, მათი საუბრის დროს გამოიკვეთა თანამშრომლობის ის პრიორიტეტები, რომელთა განხორციელება უახლოეს ხანებში დაიწყება.

სტუმარმა მონაწილეობა მიიღო ბატონი გივი მაყაშვილის საიუბილეო საღამოში და ამაგდარი პროფესორის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომელიც ბატონი გივი მაყაშვილის ვარსკვლავის გახსნით დაგვირგვინდა
 
 
ა.წ. მაისის თვეში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლატვიის პრეზიდენტთან ანდრის ბერჟინთან და ადგილობრივ მეწარმეებთან მიღწეული შეთანხმების თანახმად დაიგეგმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო კავშირების დამყარება.

ამ ინიციატივას აქტიურად გამოეხმაურა ლატვიის ,,ვესელიბას ცენტრი 4” (VESELIBAS CENTRS 4),  რომელმაც წინასწარ შეისწავლა საქართველოს სამედიცინო ბაზარი, კერძოდ მეან-გინეკოლოგიის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციები და მათი ევროპულ სტანდარტებთან მისადაგების ხარისხი.

ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით, ლატვიელმა კოლეგებმა პარტნიორად სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკა” აირჩიეს. უნდა აღინიშნოს, რომ  თავად ,,ვესელიბას ცენტრი 4” აერთიანებს ლატვიის 16 უმსხვილეს და წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, რომელთა მიდგომები და სტანდარტები აღიარებულია ევროპაში.

14 -31 ივლისს რიგაში იმყოფებოდა სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკის” სპეციალისტთა ჯგუფი კლინიკის დირექტორის მოადგილის დავით კობეშავიძის ხელმძღვანელობით, ჯგუფს მასპინძლობა გაუწია ,,ვესელიბას ცენტრი 4”-ის გენერალურმა დირექტორმა მარის რევალდსმა. მისივე თაოსნობით, ჩვენი წარმომადგენლები შეხვდნენ ლატვიის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფს იანის ზარჟეცკის ხელმძღვანელობით და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პასუხისმგებელ პირებს

ვიზიტის ფარგლებში სამედიცინო პროგრამას ხელმძღვანელობდა პროფესორი ვალდემარ ლეინში, რომლის უშუალო მონაწილეობით ჩვენმა სპეციალისტებმა გაიარეს ლაპარასკოპიისა და ხელოვნური განაყოფიერების კურსები, გაეცნენ ამ მიმართულებით თანამედროვე ევროპულ მიდგომებს. ამავე პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა რომ სექტემბრის თვეში პროფესორი ლეინში  და ექიმი-გინეკოლოგი მარის არაისი ჩვენთან, ,,იმედის კლინიკის” ბაზაზე ჩაატარებენ ლაპაროსკოპიულ ოპერაციებს გინეკოლოგიაში.

,,ვესელიბას ცენტრი 4”-ის პარალელურად მოლაპარაკებაში აქტიურად ჩაერთო და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ,,ბალტიისპირეთის საერთაშორისო აკადემიამ”

ასევე, მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს ეწვევა ლატვიის დელეგაცია და სამშობიარო სახლი ,,იმედის კლინიკასთან” მოხდება თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, მემორანდუმის ძირითადი მიმართულებები იქნება:

- სპეციალისტთა გაცვლის პროგრამა
- ერთობლივი სამედიცინო ღონისძიებების გატარება მეან-გინეკოლოგიის სფეროში
- მხარეთა მეთოდოლოგიური, ტექნიკური და სხვა სახის ურთიერთმხარდაჭერა
- ერთობლივი სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზება
- პროგრამების მართვისა და ეფექტური მარკეტინგის ერთობლივად განხორციელება
 
 
ივლისის შუა რიცხვებში ,,იმედის კლინიკის” 2 სპეციალისტი ლატვიის დედაქალაქში ქალაქ რიგაში მიემგზავრება.
მივლინების მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება და თანამედროვე, ევროპული მეთოდებისა და ტექნოლოგიების ათვისება, შემდეგ კი ,,იმედის კლინიკის” ბაზაზე ამ სიახლეების დანერგვა.
ჩვენი სპეციალისტები რიგაში ორ თვეს დაჰყოფენ, ამ ყველაფერს უზრუნველყოფს  ჩვენი მეგობარი კორპორაცია ,,ლატვიის სამედიცინო ქსელი”